6 votes
comments
shares
Save
რეზო ესაძის დაკრძალვას კარანტინში მყოფი შვილი ვერ დაესწრება – „ტირის და განიცდის”
76 reads
Primetime
Tbilisi · 3 months ago
https://primetime.ge/rezo-esadzis-dakrdzalvas-karantinshi-mkofi-shvili-ver-daestsreba-tiris-da-ganitsdis/

უკანასკნელი დღეები კომაში გაატარა. საინტერესო ხელოვანს ასაკი მოერია. თუმცა სამი წლის წინ მხატვრული ფილმის გადაღება შეძლო, შვილთან ტანდემით. მინდია ესაძე მამის უკანასკნელი ფილმის – „ერთი დღე, როგორც ერთი თვე” ოპერატორია.

მეორე ვაჟიც ვერ აცდა მამის ბედისწერას და ისიც კინოთი მოიწამლა. მამუკა კინომხატვარია. ხატვის ნიჭიც მამისგან აქვს. რეზო ესაძეს ერთი თვის წინ გამოფენაც ჰქონდა.

რეჟისორს, მსახიობს, სცენარის ავტორსა და მხატვარს, დღევანდელი პანდემიური ვითარების გამო, უკანასკნელ გზაზე ერი ვერ გააცილებს. ტრაგედიაა ისიც, მამის დაკრძალვას ვერც მამუკა დაესწრება. ის ოთხი დღის წინ ბაქოდან ჩამოვიდა და კახეთში კარანტინს გადის.

ამ ექსკლუზიურ ინფორმაციას „პრაიმტაიმს” რეზოს ვაჟის, მინდიას მეგობარი, მსახიობი და პროდიუსერი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი აწვდის.

ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი: – ჩაწოლილი იყო, ასაკის გამო გამოფიტული. ორი დღის წინ კლინიკაში გადაიყვანეს. კომაში ჩავარდა, უფრო დამძიმდა და გარდაიცვალა.

ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო. ყველას უყვარდა. შეიძლება დიდი შემოქმედი იყო, მაგრამ ხალხის დიდი სიყვარული ვერ დაიმსახურო, აი, რეზოს გულნატკენი ადამიანი არ ჰყავს. დიდსაც უყვარს და პატარასაც.

თავის საქმეზე უზომოდ იყო შეყვარებული. 83 წლის საკში გადაიღო ფილმი, რომელიც თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმი ასევე იყო სხვადასხვა კინოფესტივალებზე.

მას ყველასაგნ განსხვავებული ხელწერა აქვს, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი. მან თავისი ესთეტიკა და სტილი შექმნა. იყო საინტერესო მხატვარი, იმდენადაც კი, რომ ვერ იტყვი, მხატვარი უფრო დიდი იყო, თუ – რეჟისორი.

ბატონმა რეზომ დატოვა არაჩვეულებრივი შვილები – პროფესიონალი კინოოპერატორი მინდია და უნიჭიერესი კინომხატვარი მამუკა.

მამუკა გადაღებებზე იყო ბაქოში და სამწუხაროდ, ოთხი დღეა კარანტინშია, კახეთში. ახლა ველაპარაკე და ძალიან განიცდის, ტირის, ემოციებშია იმის გამო, რომ მამის დაკრძალვას ვერ დაესწრება.

ბატონი რეზო მხოლოდ მის ოჯახს არ ეკუთვნის. ის მთელი ერის საგანძურია. მან უდიდესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა როგორც ქართულ კინოში, ასევე მხატვრობაში.

რა სამწუხაროა, რომ ეს უდიდესი ქართველი და სახალხო არტისტი ხალხის გარეშე უნდა წავიდეს უკანასკნელ გზაზე. ერი დაუსწრებლად გლოვით გააცილებს.

ამაზე ძალიან სწუხს რეჟისორის მეგობარი და კოლეგა მერაბ კოკოჩაშვილი.

მერაბ კოკოჩაშვილი: – რეზო ჩემთვის ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანი იყო. ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, კოლეგა და შესანიშნავი რეჟისორი. ის თავისი ინდივიდუალური თვისებების მატარებელი იყო. არავის გავდა. ამავდროულად იყო უბრწყინვალესი მსახიობი.

როდესაც მისი ვარსკვლავი იხსნებოდა (შარშან, ტებერვალში, თავის დაბადების დღეზე), მე მის გვერდით ვიყავი. ერთადერთი ხელოვანია, რომელიც სამუდამოდ დარჩება საქართველოში.

ჩემთვის უმძიმესი დანაკლისია რეზო ისიც, ამ პერიოდში. აღარც ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ უნდა ვიყოთ მის გვერდით.

გადაღებულია ათობით ფილმში, საკუთარი სცენარით გადაღებული აქვს ფილმები…

რეზო ესაძე თავის სამუდამო განსასვენებელს, სამშაბათს, 21 აპრილს მახათას პანთეონში დაიდებს.


Primetime
Tbilisi · 3 months ago
6
Write a comment