კოვიდინფიცირებული 88 პაციენტიდან 6 მართვით სუნთქვაზეა, 3-ის მდგომარეობა კი კრიტიკულია

0
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება. კლინიკაში მკურნალობას 88 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს. ამჟამად ლუგარის ლაბორატორიიდან 15-მდე პაციენტის ანალიზის პასუხს ელიან, რომლებიც საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 99 პაციენტი, აქედან 88 არის ინფიცირებული შემთხვევა. ერთ პაციენტთან მოგვივიდა პროტოკოლის გათვალისწინებით, უარყოფითი შედეგი და ეწერება კლინიკიდან. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი, აქედან 6 მართვით სუნთქვაზეა, 3 ნაზალურ სიპაპზეა, ასევე მძიმეა 3 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა ჩატარებული კვლევების შედეგად, დაახლოებით, 15-თან დაფიქსირდა დადებითი კლინიკა კომპიუტერული კვლევით და გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზი. ნაცხის პასუხებს ველოდებით და ხვალ, სავარაუდოდ, ეს პაციენტები დატოვებენ კლინიკას. რაც შეეხება 3 მოზარდ პაციენტს, მათი მდგომარეობა აბსოლუტურად შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს. არანაირი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ყველა მედპერსონალის მდგომარეობა, რომელიც ჩვენს კლინიკაშია გადმოყვანილი, სტაბილურია, გართულებების გარეშეა ამ ეტაპზე. ბოლო 24 საათია არც ერთ მათგანთან, განსაკუთრებით 2 სტუდენტთან, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან, არ დაფიქსირებულა კოვიდინფექციის არანაირი კლინიკური გამოვლინება. დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც მივიღეთ გუშინ, ჩაუტარდათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, ერთ მათგანთან გამოვლინდა მწვავე პნევმონია და მკურნალობს სიმპტომურად, “ - განაცხადა ლევან რატიანმა.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ინფიცირებული
#tbilisidaily
0