გაუმაძღარი რუსეთი ეპიდემიის დროს!

0
ქართველი ერი! მჭექარე ხმით შესძახებს ხოლმე და ქართველი პოლიტიკოსებიც.შემდეგ კამერა ითიშება, შუქი ქვრება და საკუთარ სოროში ბრუნდებიან. ქართველი მორწმუნე ერი! მჭექარე ხმით შესძახებს მაღალი ეშელონის საპატრიარქო პირებიც გამოთქვამენ საკუთარ აზრს. ისევ ითიშება კამერა, ითიშება შუქი და ისინიც სოროში ბრუნდებიან. ჩვენ, ქართველი ერი კი ვრჩებით მარტო იმ ყველაფრის წინაშე , რისი გადატანაც მოგვიწევს და რა ? ჩვენი ბრალი არ არის? ჩვენ არ მივეცით ძალა პოლიტიკოსებს? თუ ჩვენ არ გავაკერპეთ ეკლესია ხატად ჩვენთვის? ოკუპაციას ვაპროტესტებთ.თუმცა ხშირად მხოლოდ სიტყვა პროტესტი გვესმის. და ვერ ვხედავთ მოქმედებას, რომელიც ამ სიტყვას გამოხატავს.თუმცა , როგორ უნდა გააპროტესტო რაიმე, როდესაც დღე და ღამე მუშაობ და იღებ კაპიკებს.გრჩება კი დრო იმისთვის, რომ იფიქრო საერთო რა არის პროტესტი? რატომ ვაპროტესტებ? მინდა კი ის მე? დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ლპება ჩვენი მეზობელი, რომელსაც ქვეყანა გვამებით აევსო და კიდევ უფრო მეტი გვამებით აევსება, რადგან არ ფიქრობს საკუთარ ხალხზე, საზღვარს გვიწევს, რამდენად ამორალური საქციელია დააკვირდით! იმ დროს როცა ხალხი კვდება, ოჯახები ცარიელდება მათთანაც. მათი ხელისუფლება დგას და საზღვარს გვიწევს!ეს არ არის პოლიტიკა, ეს მარაზმია პოლიტიკას თავისი მიზანი აქვს, მაგრამ რა არის რუსეთის მიზანი ამ ქმედებით ? უფრო მეტი ტერიტორია ? მისი სიძლიერის დამტკიცება კავკასიაში? ნუთუ მათ შორის ვინც იმ რკინას ხელს კიდებს და საზღვარს აქეთ წევს არ შერჩენია სიყვარული ღმერთის და მისი ოჯახის და მითუმეტეს საკუთარი თავის ? .ქვე - ყანა არის რუსეთი და ქვე - ყანა არის ამერიკა, რადგან ორივეს ფეხებზე ვკიდივართ, რატომ მოგწონთ ხალხო ისინი იმიტომ, რომ თავისთან კარგი პოლიტიკა გაატარეს ? თქვენ ამით რა? ყოველი მეორე, რომ გამოვდექით და ანალიზს ვაკეთებთ ყველაფრის და ტვინიკოსები გავხდით. და იცით რა საქართველოც ერთი ყველაზე დიდი ქვე -ყანა გახლავთ, რადგან ვიძირებით, ვიხრჩობით, ვკვდებით, ვეღარ ვსუნთქავთ და ხალხს ის აწუხებს თუ, რატომ არ შეუძლია მანქანაში მძღოლის გვერდით დაჯდომა. ის აწუხებს როგორ მიაჭენებს ცხენს ვარკეთილში ვიღაცის ვიღაც და როგორ არ უნდა დაესწრო წირვას ! მიიხედ-მოიხედე მეგობარო ცხოვრობ იქ , სადაც მორწმუნეზე მეტად ურწმუნოს უფრო სწამს.ფანატიკოსები გააღმერთეს და პასუხს ელიან რატომ ვცხოვრობთ ცუდადო.ბოროტ ადამიანებს ამდიდრებენ და იძახიან ეს რა თაობა მოდისო. მეძავის აზროვნებით მოძრავი ერი ვართ, რომელიც ერთმანეთს ჭამს და ობიექტურობას სამ ასოზე იკიდებს! მოგესალმებით მე პუბლიცისტი ვარ და ყოველდღეს გაჩვენებთ თუ როგორი კარგები ან ცუდები ხართ და ვართ მეც ამ სიბინძურის ნაწილი ვარ და არ გამოვყოფ ჩემს თავს, რადგან მეც იმავე ცოდვაში მიდგას ფეხი, რომელშიც შენ!გაჩვენებთ ნამდვილ გმირებს, რომლებსაც არ იცნობთ და გაჩვენებთ ვირთხებს, რომლებსაც აგმირებთ.მე შენში იმ აგრესიას გამოვიწვევ, რომელიც შეგცვლის და იცი რა ცვლილება უკვე დაიწყო!
0