რელიგია, როგორც გაქცევა და ქრისტე, როგორც სიკვდილის ღმერთი (გაგრძელება)

0
ვინ ხარ სინამდვილეში? ვინ ხარ სამსახურის, ფილოსოფიის, რელიგიის, მრევლობის, ზიარების, ფულის, სოციუმის, პოზის გარეშე, საშინაო ჩუსტებსა და სპორტულებში გამოწყობილი ვინ დარჩი? რა ხარ? და რა გასაკვირია რომ დაბმული ცხოველივით გარბოდე შენი ტყუილების დასაცავად, სიკვდილის გულისთვის, იქ სადაც გმირად იგრძნობ თავს, როცა სანთელს დაიჭერ, ორი მეტრის დისტანციას დაიცავ და ისე იზეიმებ აღდგომას და სიცოცხლეს კი არა, ჯვარცმას და სიკვდილს, მაშინ გაყოყოჩდება შენი ეგო და იზეიმებს სიკვდილთან სიახლოვეს, ადრენალინი გაგგუდავს აქაოდა სადმე შეიძლება კორონიანი დადის, მაგრამ მე ღმერთი მყავსო, მე რჩეული ვარო, მე წილხვედრი ვარო, მე გმირი ვარო, რომ აქ ვდგავრ და ჩემს რელიგიას ვიცავ გადაშენებისგან. სინამდვილეში კი სიკვდილს ეთამაშები, შენი და კაცობრიობის სიკვდილს, აცანცარებული თვითმკვლელი ხარ და სიცილხარხარით გარბიხარ სიკვდილისკენ გადიდგულებული, გმირის განცდით და დასცინი სიცოცხლეს დასცინი მოყვასს, რომელსაც სიცოცხლე კიდევ უნდა, დასცინი და დახარხარებ სიყვარულს და ყველანაირ ზრუნვას, რადგანაც შეიშალე რადგანაც შენი ღირებულებები გამოცდას გადის და შენ ყველა გამოცდაში, ერთი მეორის მიყოლებით იჭრები, შენ ვერ ჩააბარე სიყვარულის გამოცდა, ვერ ჩააბარე მოყვასის სიყვარულის გამოცდა, ვერ ჩააბარე შენი ღმერთის საკუთარ თავში აღმოჩენის გამოცდა, შენ ვერ ჩააბარე სიცოცხლის გამოცდა და ახლა ისღა დაგრჩენია იხტიბარი არ გაიტეხო და მასობრივ თვითმკვლელობად გადააქციო რელიგია, რომელიც თავად გამოიგონე და არაფერი აქვს საერთო ღმერთის რეალურ გაგებასთან, რადგან ეს ლოგიკური დასასრულია, რადგან ამისთვის იღვწოდი, გაქცევისთვის, სიკვდილისთვის, სიძულვიისთვის, ეგოსთვის, რადგან უკან არაფერი დაგრჩა ძვირფასი, რადგან საშინაო ჩუსტებში არაფერი ხარ, სიყვარულისგან დაცლილი და ტახტ ჩამორთმეული მეფე ხარ. შენი ღმერთი არ არის სიყვარული, შენი ღმერთი სიკვდილია და ნარკოტიკი სიცოცხლისგან გასაქცევად. მაგრამ, იქამდე სანამ საბოლოოდ გააკეთებ სიკვდილის არჩევანს, სამყარო კითხვას გისვამს: რისი გწამს სინამდვილეში? ვინ ხარ შენს ჩუსტებსა და სპორტულებში? სიცოცხლეს ირჩევ თუ სიკვდილს? სიყვარულს ირჩევ თუ ეგოს? რას ირჩევ ადამიანო რა არის შენი არჩევანი? გამოიკეტე და დაელაპარაკე საკუთარ თავს, შეიცანისაკუთარი თავი, ორმოცდღიანი მოუდაბნოების ჟამი გიდგას და შენი სული გამოიცდება, შენი ღირებულებები გადაფასდება და გაიზრდები, თუკი ისევ გაქცევას არ ამჯობინებ, მთლიანად კაცობრიობა და კოლექტიური ცნობიერება დგას ამ კითხვების წინაშე და რა არის შენი არჩევანი ადამიანო? (თამთა დიდებაშვილი
0