გორში კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად ექიმი გარდაიცვალა​

0
გორში კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად ექიმი გარდაიცვალა​. კოვიდინფიცირების შედეგად გამოვლენილი გართულებების გამო გარდაცვლილი ექიმი-უროლოგი კლინიკა გორმედში მკურნალობდა. 65 წლის მირიან არსაკიძემ მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკას თავად მიმართა, თუმცა ექიმებმა. მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. , , გორმედის" რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, კლინიკაში შესვლისას მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. „კლინიკაში შემოსვლისას მირიან არსაკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით, ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, განვითარდა მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი ფილტვის სრული ჩაფუშვით, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, თუმცა, ფილტვის დაზიანება კვლავ მაქსიმუმით - 24 ქულით ფასდებოდა. პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვითი სუნთქვის აპარატზე. კოვიდვირუსულ პნევმონიას თან დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა სეპტიური შოკი" - განაცხადა ტატო ქაჯაიამ. საქართველოში კორონავირუსის 238 086 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 224 718, გარდაიცვალა 2 750 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
0