0
საღამოს ჩამეძინა, სიზმარში ვნახე ვესტუმრე რომელიღაც აფრიკულ ქვეყანას ევროპელ ტურისტებთან ერთად. ეს ტურისტები ერთად იყვნენ მე კი ცალკე, მათ უკან ვიყავი. ისინი, როგორც ტურისტები აფრიკულ ქოხებში შედიოდნენ და გამოდიოდნენ და მეც მივბაძე მათ და ყოველ ქოხში სადაც შევიხედე ბედნიერი ბავშვების სახეს ვხედავდი, მომღიმარეებს თეთრი დაკრეჭილი კბილები უჩანდათ, როგორც ამ წუთას ვანალიზებ, ისინი სააღდგომო სუფრასთან იდგნენ. იმდენად ბედნიერი ატმოსფერო იყო, რომ თითოეული სახლი ტაძრად მეჩვენებოდა, მე შემეშინდა მყუდროება არ დამერღვია მათთვის და ცოტახნით ვყონდებოდი ქოხებში და ტურისტების დაკარგვა შემეშინდა რადგან მე მათი ნაწილი ვიყავი და მივხვდი, რომ ჩამოვჩი მაინც, რა დროსაც მომაგონდა ადამიანი, რომელიც ძაან მიყვარს და გული ძლიერ დამიმძიმდა, რა დროსაც გამოვიღვიძე დანაღვლებულმა. როცა გამიღვიძე, ფანკარამ მიიქცია ჩემი ყურადღება, რადგან ეს სილამაზე დავინახე. მივედი, გადავიღე სურათი, სადაც თუ დააკვირდებით გზა არის გაკვალული ზღვამდე და იქით უკვე სხვა ცხოვრებაა. ვიფიქრე ამ გზას გავატან ყველა ჩემს ოცნებებს, იქით, ცისკენ რადგან ჩემს სურვილებში და ოცნებებში იმალება სიყვარული, რომელიც ტკივილის და დარდის მიზეზიც არის. ვიცი, რომ დამიბრუნდება უკან, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს მაინც... მაინც მოვიქეცი ასე. დღეს აღდგომა არის და ბევრს არ გძინავთ ქრისტე აღდგა მეგობრებო
#goodplaces
#news
#art
#photo
0