მამბავი (3)

0
ვისაც გაინტერესებთ, გიორგი წერეთლის საინტერესო კვლევაზე გიამბობთ, თავის დროზე რომ ძალიან გამაოცა. არ ვიცი, შეგიმჩნევიათ თუ არა, მაგრამ გამოთქმა „სევდისა მუფარახი“ "ვეფხისტყაოსანში" ორჯერ გვხვდება: 1. „რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან, განანათლა პირი-ვარდი სიხარულმან დაუსახმან“ ამ შემთხვევაში შოთა რუსთაველი ავთანდილს ეპითეტით მოიხსენიებს. 2. „უბრძანა: „შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია, შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია, მომქარვებელი სევდისა, მართ ვითა მუფარახია. ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.“ აქ როსტევანი თინათინს ეუბნება, რომ მისი ჭვრეტა და მასთან სიახლოვე ლხინია და რომ ეს არის სევდის გამქარვებელი, როგორც მუფარახი. ჩანს, რომ სიტყვა "მუფარახი" არის რაღაც, სევდის გამქარვებელი საშუალება, მაგრამ რა არის თავად სევდა?! აი, აქედან იწყება ყველაზე საინტერესო აბზაცი :დ "სევდა" დღეს აღნიშნავს „მწუხარებას“, „დარდს“, „ნაღველს“, „კაეშანს“... თუმცა იგი არაბული სიტყვაა და ნიშნავს "შავს". გარდა ამისა, როგორც სამედიცინო ტერმინს, მას „მელანქოლიის“ მნიშვნელობაც აქვს. ძველი ბერძნული მედიცინის მიხედვით მელანქოლიის გამომწვევად ივარაუდებოდა შავი ნაღველით მოწამვლა. ქართულ ენაში ეს სიტყვა სამედიცინო მნიშვნელობით არ გამოიყენება და "ვეფხისტყაოსანშიც" იგი მწუხარების სინონიმია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა "სევდა" "მუფარახთან" კავშირშია გამოყენებული. სიტყვა "მუფარახი" მომდინარეობს არაბული სიტყვიდან "მუfარრიჰ" და ნიშნავს "გამამხიარულებელს". მაგრამ "მუfარრიჰ" ასევე ბოტანიკური ტერმინიც იყო და აღნიშნავდა მცენარეს, რომელსაც გამოიყენებდნენ მელანქოლიის სამკურნალო საშუალებად. შესაბამისად, შოთა რუსთაველი ჭკვიანურად თამაშობს სიტყვებით. მან იცის ამ ტერმინთა თავდაპირველიც და თანამედროვე მნიშვნელობაც და ტექსტში ორივე მათგანს ძალიან ოსტატურად იყენებს. პირველად რომ ამის შესახებ წავიკითხე, აი, იმ მიმებში წარმოვიდგინე თავი, ბოლოს რომ ტვინი გასხივოსნდება. :დ
#ამბავი
#ისტორია
#კვლევა
#ვეფხისტყაოსანი
#არაბული
#ქართული
#თარგმნა
#წიგნი
#აღმოსავლეთი
#ბოტანიკა
#სიტყვები
#საინტერესო
0