- BBC ქვეყანაში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას ეხმაურება

0
რატომ არის საქართველო განსხვავებული? BBC-იმ სტატია გამოქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავს წელს აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესია, მართ შორის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. სტატიაში ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული. BBC წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ადამიანებს მოუწოდეს, ღვთისმსახურებებს არ დასწრებოდნენ, თუმცა საქართველოში მრევლს ეკლესიებში მისვლის საშუალება მაინც აქვთ. „რატომ არის საქართველო განსხვავებული? კომენდანტის საათის მიუხედავად, სამების საკათედრო ტაძარმა მრევლი მიიღო. ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა კი ხალხს მოუწოდეს, თავიანთი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მეცნიერებას დაუჯერონ, “ - აღნიშნულია სტატიაში. BBC-ის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ აკრძალა კერძო მანქანებით გადაადგილება, დაიხურა სასაფლაოები, რომლებსაც ქართველები აღდგომის დღეებში ტრადიციულად სტუმრობენ. საუბარია ზიარების წესზე და ხაზგასმულია, რომ სასულიერო პირები ზიარებას კვლავ საერთო კოვზის გამოყენებით ატარებენ. „ბევრი ქართველი კითხულობს, რატომ დაუშვა მთავრობამ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. კრიზისის დაწყებიან დღემდე ათასობით ადამიანი აგრძელებს ტაძრებში თავისუფლად სიარულს. ეკლესია უარს ამბობს, საკუთარი ჩვეულებები შეცვალოს. მღვდლები ზიარების ჩატარებას საერთო კოვზის გამოყენებით განაგრძობენ, “- ვკითხულობთ სტატიაში.
#bbc
#საქართველო
#ეკლესია
#აღდგომა
#მთავრობა
#კორონავირუსი
#კომენდანტისსაათი
#საგანგებომდგომარეობა
#tbilisidaily
0