ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი წესრიგის, რომელიც ტაძარშია - მეუფე ნიკოლოზი

0
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, კმაყოფილია იმ წესრიგის, რომელიც ტაძარში შენარჩუნდა. მისი თქმით, სტიქაროსნებიშეკრებილ მრევლს აფრთხილებდენ, რომ დაეცვათ დისტანციის წესი. „დადიოდნენ სტიქაროსნები და როგორ მოუწოდებდნენ ადამიანებს. მართლაც ძნელია, როცა წირვაზე დგახარ, შეიძლება გაიწიო, შეიძლება შემთხვევით ახლოს მიხვიდე და ისინი აფრთხილებდნენ. მაგალითად, მე, როგორც სასულიერო პირი ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი წესრიგის, რომელიც ტაძარშია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. მეუფე ნიკოლოზმა ზიარების რიტუალზეც ისაუბრა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლესთვის მადლობა გადაუხადა. „ასე ამომწურავად, დამაჯერებლად, მნიშვნელოვნად არსობრივი მნიშვნელობა ზიარების, ანუ ქრისტეს სისსხლისა და ხორცის, მე პირდაპირ არ მახსოვს. მინდა რომ ყველას, განსაკუთრებით კი, პატრიარქს მადლობა ვუთხრა. ძალიან საინტერესო იყო ზიარების მნიშვნელობის განმარტება და კიდევ მისი ცხოველსმყოფელი, სიცოცხლის მომნიჭებელი ძალა ქრისტეს სისხლისა და ხორცის“, - აღნიშნა მეუფემ.
0