გათვითცნობიერებული ხალხი და პატივმოყვარე ეკლესია

0
ეკლესია ღვთის სახლი უნდა იყოს, თუმცა სამწუხაროდ იქ მე ვერ ვხედავ ღმერთს.ამ ადგილიდან იგი ძალიან დიდი ხანია წავიდა! ეს არ ეხება ყველა ეკლესიას ყველა იმ ადგილს სადაც სანთელი ინთება, რადგან ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არასწორია. ქართულ ირერარქიულ მოწყობაში ჯერ კიდევ არიან ის ადამიანები ვინც არ ფიქრობენ გამორჩენაზე გამდიდრებაზე და არ არიან გადაქცეულნი დიდ წვერებიან ბიზნესმენებად, რომელთაც შავი სამოსი მხოლოდ იმიჯისთვის აცვიათ. ახლა კი ვისაუბროთ მრევლზე. რამდენიმე დღის განმავლობაში მუდმივად ათასობუთ ადამიანის მიერ იწერებოხა, რომ ხალხი ეკლესიაში წავიდოდა და იქ დარჩებოდა, თუმცაღა გარკვეულმა წინააღმდეგობამ ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი დააფიქრა ამ მოქმედებაზე, დააფიქრა იმაზე თუ რამდენად ვნებდა მისი იქ ყოფნა სხვას და რა შეეძლო გამოეწვია და საბოლოო გუშინ ღამის 9 საათზე ეკლესიაში მორწმუნეთა მცირე ნაწილი მივიდა, რაც თავისთავად დიდი გამარჯვებაა. გამარჯვებაა არა ის, რომ ხალხი ეკლესიაში არ მივიდა, არამედ ის, რომ საზოგადოებამ გაიაზრა საფრთეები მისი იქ მისვლით! იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ეკლესიას ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს მრევლზე, რომელიც რადიკალიზმის მორევში ცურავს, ხელისუფლებას სჭრდებოდა ისეთი ბერკეტი რითაც, არც ეკლესიას გააღიზიანებდა და არც მოსახლეობას. ამ შემთხვევაში ეს ბერკეტი აღმოჩნდა შეზღუდვა ავტომობილების გადაადგილებთან დაკავშირებით და სასაფლაოების ჩაკეტვა. ამ ნაბიჯით მთავრობამ მოუჭრა გზა საპატრიარქოს და მათ ვეღარ გამოთქვეს უკმაყოფილება, რადგან თუ ეკლესია იტყოდა, რომ ეს რეგულაცია გაუმართლებელი იყო მაშინ, მათივე ერთ-ერთ მთავარ აზრს და იდეას ეწინააღმდეგებოდნენ, რაც ადამიანების უსაფრთხოებაზე გულისხმობს. შესაბამისად გამოდის რომ სახელისუფლებო ძალებმა მეტნაკლებად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს! თუმცა როგორც ყველაფერს ამასაც თავისი ნეირე მხარეც აქვს. სახელისუფლებო ძალებს შეეძლოთ ბევრად ადრე მიეღოთ გამკაცრებული რეგულაციები, შედეგად თავს ავარიდებთ მრევლის და სასულიერო პირების დაინფიცირებას. ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ყოველთვის უნდა იყოს ხალხი და არა, საკუთარი იმიჯი, ასევე უნდა იწირებოდეს პოლიტიკური ბენეფიტების გამო ადამიანების სიცოცხლე! საბოლოო ჯამში ყველაფერი იმაზე კარგად დასრულდა ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო! ეკლესია ხმას ვერ იღებს ვერც ოპოზიცია, რომელიც სვავით არის ჩასაფრებული თუ სად და როგორ შეუძლია მიიღოს პოლიტიკური უპირატესობები და სახელისუფლებო ძალებმაც დაგვიანებით, თუმცა მაინც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს!
0