მიქელანჯელოს ,,პიეტა“ - იესო ქრისტეს დატირება

0
ცნობილი ქანდაკების სახელწოდება , , პიეტა“ სინანულს ნიშნავს, იტალიურიდან ითარგმნება როგორც თანაგრძნობა, ღვთისმოსაობა. ძველ რომაულ მითოლოგიაში მშობლების მიმართ შვილის სიყვარულის განსახიერებაა. პიეტას ასევე უწოდებენ იესო ქრისტეს დატირების სცენას (ღვთისმშობელი და მკვდარი ქრისტე). სცენა ასახავს ბიბლიურ ეპიზოდს, როდესაც ნაწამები და უკვე აღსრულებული იესოს სხეული ჯვრიდან გარდმოიხსნა. ქანდაკება 1498-1499 წლებში შეიქმნა, და ის მოქანდაკის ერთადერთი ნამუშვარია, რომელსაც ხელოვანმა ხელი მოაწერა. ერთ-ერთ ცნობით, მიქელანჯელომ გამვლელების საუბარი მოისმინა და იმის შიშით, რომ მისი ნაშრომი არ გამქრალიყო, ან ვინმეს არ მიეთვისებინა, საკუთარი ხელმოწერა დატოვა. დღეს ეს გენიალური ნამუშევარი ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის ერთ-ერთ კაპელაში ინახება. ცნობილია, რომ ქანდაკების ტრანსპორტირების დროს მარიამის მარცხენა ხელის თითები დაზიანდა, თუმცა მას რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ქანდაკებას საიმედო დაცვისთვის ტყვიაგამუტარი მინის ჯებირი შემოავლეს. მიქელანჯელო ბუანაროტმა ქანდაკება 24 წლის ასაკში შექმნა.
#art
#world
#religion
#ხელოვნება
#საინტერესო
#საკითხავი
#საინტერესოფაქტები
0