32 votes
comments
shares
Save
კორონავირუსი დაინფიცირების შემდეგ კვალს არ ტოვებს! ყველა გარდაცვლილს,რომელთა გაკვეთაც მოხდა გარდაიცვალა სხვა მძიმე ავადმყოფობის ქონის გამო!
161 reads
Gode Marr
Tbilisi · 3 months ago

1. ჰამბურგში კორონავირუსით ინფიცირებული გარდაცვლილების გვამის გაკვეთისას კორონავირუსის მიერ დატოვებული კვალი არის ნული და ყველას გარდაცვალების სხვა მიზეზი ან მიზეზები ჰქონდა; ჰამბურგი ერთადერთი ფედერალური მიწაა, სადაც გვამებს კვეთენ, მიუხედავად რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ფედერალური ინსტიტუტის რეკომენდაციისა, რომ გვამები არ გაიკვეთოს;

2. პროფესორი ჰენდრიკ შტრიკი აცხადებს, რომ რობერტ კოხის და ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტების კვლევის მეთოდოლოგია არის მცდარი, რადგან მათ ლეტალურობის დონე რეგისტრირებული და ტესტირების შედეგად დადასტურებული ინფიცირებულთა ციფრიდან გამოჰყავთ. მეცნიერული კვლევა კი მხოლოდ რეპრეზენტატული (წარმოამდგენლობითი) შეიძლება იყოს. შტრიკის ინსტიტუტმა ქალაქ ჰაიზენბერგში (გერმანიის ყველაზე მეტად დაინფიცირებული ქალაქი) გამოიკვლია 1000 მოქალაქე. ისინი ვირუსით ინფიცირებაზე და ასევე ვირუსის ანტისხეულების არსებობაზე შეამოწმეს, ანუ დაადგინეს ვის აქვს ვირუსი და ვინ უკვე გადაიტანა. აღმოჩნდა, რომ 15%-ს ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა ისე, რომ მათ არც იცოდნენ ამის შესახებ და არ იყვნენ მანამდე ტესტირებულნი ან რეგისტრირებულნი.

3. პროფესორი შტრიკი აცხადებს, რომ ქალაქ ჰაიზენბერგში მის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მეცნიერული კველევის შედეგად გაირკვა, რომ ვირუსის ლეტალობა ქალაქ ჰაიზენბერგში 0.43%, ხოლო მთელი გერმანიის მასშტაბით კი 0,37%-ს შეადგენს და არა 3,4%-ს, როგორც ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ან 1,7%-1,9% როგროც ჯონ ჰოპკინსის ან რობერტ კოხის ინსტიტუტები აცხადებენ.

4. ვირუსი, რომელიც გერმანიაში იდენტურია იმისა, რაც არის ჩინეთში, იტალიაში, ნიუ-იორკში… განსხვავებები დათვალში და სტატისტიკაში არის გამოწვეული ტესტირების მეთოდებით და გარდაცვალების მიზეზების არასწორი იდენტიფიცირებით. იტალიაში სასუნთქი გზების ან ფილტვების დაავადებით ყველა გარდაცვლილს, თუ მას ვირუსი ჰქონდა, ავტომატურად კორონავირუსის სტატისტიკაში ახვედრებენ და პანიკის საფუძვლებს მოსახლეობაში სწორედ ეს ქმნის.

5. პროფესორი შტრიკი აცხადებს, რომ გარდაცვალების სტატისტიკის დათვლაში ადგილი აქვს მიკერძოებას და ეს დამოკიდებულია ყოველი ქვეყნის მიერ ტესტირების ჩატარების შესაძლებლობაზე. თუ არ ჩატარდება რეპრეზენტატიული გამოკვლევა, აუცილებლად მიიღებთ ყალბ სტატისტიკას.

6. პროფესორი კლაუს პოიშელი აცხადებს, რომ რობერტ კოხის ფედერალურმა ინსტიტუტმა თავიდანვე გასცა რეკომენდაცია, რომ გვამები არ გაკვეთილიყო და ეს სრულიად მცდარი მითითება იყო, რადგან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა იყო თითოეული ადამიანის გარდაცვალების მიზეზი. ჩვენ უნდა შევისწავლოთ გარდაცვლილი, რომ ცოდნა ცოცხლებისთვის გამოვიყენოთ. ეს კი მხოლოდ ჰამბურგში ხდება. მაგალითად, ყველაზე დაინფიცირებულ ჰაიზენბერგში არც ერთი გარდაცვლილი შესასწავლად არ გაიკვეთა.

7. რობერტ კოხის ფედერალური ინსტიტუტი კორონავირუსის მიზეზს უწერს ყველა ინფიცირებულს, ვინც გარდაიცვლება, თუ მას ვირუსი დაუდასტურდა მანამდე. ჩვენ კი, როდესაც ვირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი გავკვეთეთ, აღმოჩნდა, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა ან სხვა ინფიცირებული ადამიანები, რომლებიც ტვინში სისხლის გაჟონვით გარდაიცვალნენ. რეალურად კი ყველა გარდაცვლის კორონავირუსს მიაწერენ და სწორედ ეს ქმნის ყალბ შთაბეჭდილებას და ხალხი შეშინებულია, რადგან ყოველდღე ისმენს ამის შესახებ ტელევიზიით.

8. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლოს კორონავირუსის კვალს ვერ ვიპოვით სიკვდილიანობის საერთო სტატისტიკაში. წელს არ იქნება გარდაცვალების იმაზე მეტი შემთხვევა, ვიდრე წინა წლებში.

9. რისკის ჯგუფში არიან ავადმყოფები შერყეული იმუნური სისტემით.

10. გაკვეთის შემდეგ არ მინახავს არც ერთი გარდაცვილი, რომელიც იყო ინფიცირებული და არ ჰქონდა სხვა მძიმე ავადმყოფობა ან ავადმყოფობები. კორონავირუსის მიერ დატოვებული კვალი კი საერთოდ ვერ აღმოვაჩინეთ.


Gode Marr
Tbilisi · 3 months ago
32
Write a comment