აღგომა - თანაფა დღე

0
ნამიანი დილა თენდებოდა ხოლმე, დედას შემოძახილით, გაიღვიძეთ და ჩვენი დაუფიქრებელი წამოხტომა, დაუზარებლად, ალბათ ისე, როგორც არასდროს, წითელი კვერცხების ჭახუნი - ქრისტე აღსდგა- ჭეშმარიტად აღსდგას- შემოძახილით ? დედას მომზადებული სააღდგომო გემრიელობების დაგემოვნება, დიდუბიანი მოსაცმელები, ბევრი წითელი კვერცხისთვის, მეზობლის გოგო-ბიჭებთან კვერცხების ჭახა-ჭუხი, სასაფლაოზე კვერცხის გადაგორების ტრადიციის შესრულება - მიუხედავად, იმისა, რომ ვიცოდით ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს უნდა გავსულიყავით მიცვალებულების მოსახსენიებლად - რატომღაც მაინც აღდგომის დღეს გავდიოდით - ეს არის ჯერ კიდევ შორეული ბავშვობის მოგონებები, თანაფა დღეზე, მაშინ, როცა წითელი კვერცხები ბავშური ბედნიერების წყარო იყო და მისი მნიშვნელობა საფუძვლიანად არც ვიცოდი, ხოლო როდესაც უკვე წამოვიზარდე და აღდგომა ჩემთვის უდიდესი საუფლო დღესასწაული გახდა, აღდგომის დილა სხვა ბედნიერების გრძნობა იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ღამენათევ-ნაზიარები დილა თენდებოდა. წლებმა მოიტანა ყველა ცვლილება და დღევანდელი უჩვეულო აღდგომაც ? თუმცა აღდგომის მადლით, ესეც ჩაივლის - ეს ხომ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების მუწყებელია ? ქრისტე აღსდგა - ჭეშმარიტად აღსდგა ! ? ასევე მინდა გაგიზიაროთ, მრავალი ტრადიცია და მათი ისტორია, რომლის გარეშე აღდგომის დღესასწაული წარმოუდგენელია ? წითელი კვერცხი ? აღდგომის დღესასწაულზე კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციის ბევრი ვერსია არსებობს, მათ შორის გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ისტორიას, რომელიც მარია მაგდალინელს უკავშირდება, მარიამმა იმპერატორს ძღვნად კვერცხი მიართვა და ახარა: – ქრისტე აღდგა! “ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება” – ჩაიღიმა იმპერატორმა და სიტყვა არც ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. გაოცებულ ტიბერიუსს მარიამმა მოუთხრო იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე. კვერცხი ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. ეს მოვლენა გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა სიმბოლურად ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ. კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება და ყოველი წლის წითელ პარასკევს, მზის ჩასვლამდე ხდება შეღებვა ?? პასკა - ხატისპური („მე ვარ პური ზეცით გადმოსული") ამ ბოლო ხანს საკმაოდ აქტუალური გახდა, რეალურად რა ეწოდება სააღდგომო ტკბილ პურს?!? პასკა სარიტუალო პურია, რომელიც, ებრაული პასექის დღესასწაულს უკავშირდება, რადგან ამ დროს ხმიადებს, უსაფუარო პურებს აცხობდნენ. ხმიადები იესო ქრისტესა და 12 მოციქულის საიდუმლო სერობაზეც იყო. მაგრამ ხატის პური არ არის. არადა, ხატის პური-სახატო ქადაა, იგივე ტკბილი პური, რომელსაც მთაში აცხობდნენ. პურის სახეობებს სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული: სააღდგომო, საშობაო. მაგალითად: რაჭაში განატეხ პურს აცხობდნენ, ეს ის პურია, რომელიც ბოსელში შეჰქონდათ აღდგომის, შობის ღამეს, რაც და­კავშირებული იყო გამრავლებასთან. აღდგომაც ხომ გაზაფხულზე, ბუნიობის პერიოდშია, რაშიც ახალი სიცოცხლის დაწყება იგულისხმება. თუმცა მე პირადად, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქრისტიანი მოხარული ვიქნები თუ ხატის პურით ჩავანაცვლებთ პასკას და უფრო გამოყენებადი სიტყვა გახდება ქართულ ენაში ??? ჯეჯილი - ბზობის კვირას ძველი ქრისტიანული ჩვეულების, მიხედვით, ხორბალს თესენ. ამისთვის ლანგარზე წყალში დასველებულ ბამბას დებენ და მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოფანტავენ. ხორბალი ღვივდება და ჯეჯილად იზრდება. ჯეჯილი ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, რომელიც ქრისტემ კაცობრიობას თავისი აღდგომით მიანიჭა. მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა. ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ ?☘?? კიდე ერთხელ გილოცავთ აღდგომიდ ბრწყინვალე დღესასწაულს - იხარეთ აღდგომის მადლით ? შეგიძლიათ კომენტარებში გაგვიზიაროთ თქვენი სააღდგომო სუფრა ??❤
#აღდგომა
#თანაფა
0