"სამშაბათს დიდ პანაშვიდს გადავიხდით" - ქუთათელ-გაენათელი მეუფე იოანე

0
21 აპრილს ბაგრატის ტაძარში დიდი პანაშვიდი გაიმართება. ამის შესაახებ განცხადება ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა გააკეთა. მისივე თქმით, ამ დროისთვის საფლავზე გასვლასთან დაკავშორებული შეზღუდვები , სავარაუდოდ, მოხსნილი იქნება: "რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენზე ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება და 21 სამშაბათია. ასე რომ, სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმდღეს მე მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ", - განაცხადა მეუფე იოანემ.
#აღდგომა
#ბაგრატისტაძარი
#kutaisidaily
0