მაიკლ პეიჯი, სიურეალიზმის ერთ-ერთი წარმოადგენელია. მხატვარი მთელი ცხოვრება ინტერესდებოდა ხელოვნებით. ბავშვობაში იგი საკუთარ იდეებსა ოცნებებს ფურცელზე გამოხატავდა.
ხანგრძლივი დროის მანძილზე, არცერთი საგამოფენო დარბაზი იღებდა მის ნახატებს. ამბობდნენ, რომ მისი კონცეფცია მათთვის გაუგებარი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, მან მოიხვეჭა პოპულარულობა და ახლა მისი ნახატები ამერიკის წამყვან გალერეებშია გამოფენილი.
მის ნახატებში ყველაზე მეტად მაოცებს ფართო მასშტაბები, თამამი, ფანტასტიკური ფორმა, ღია და მკვეთრი ფერები, ტონალობის კონტრასტი და მცირე დეტალების მკვეთრი დამუშავება.
ხელოვანს არ აშინებს ახალი ტექნიკის გამოყენება, იგი ყოველთვის ექსპერიმენტებს ატარებს. თითქოს მომავალს უყურებს და იმ პრიზმიდან გვესაუბრება. როგორც თვითონ ხელოვანი ამბობს, მას არ მოსწონს კომფორტის ზონა, ერთნაირი შემოქმედება. მისთვის მნიშვნელოვანია განვითარების პროცესი.