️კარლ სეიგანი – ,,მკრთალი ლურჯი წერტილი"

0
, , შეხედეთ ამ წერტილს კიდევ ერთხელ. ის აქ არის. ის ჩვენი სახლია. ეს ჩვენ ვართ. ყველა ვინც კი გიყვართ, ყველა ვისაც იცნობთ, ყველა ვის შესახებაც გსმენიათ, ყველა ადამიანი რომელსაც ოდესმე უარსებია, ყველას მანდ უცხოვრია. მთელი ჩვენი სიხარული და ტანჯვა, ათასობით რელიგია, იდეოლოგია და ეკონომიკური დოქტრინა, ყოველი მონადირე და შემგროვებელი, ყოველი გმირი და მხდალი, ყოველი ადამიანი რომელიც ცივილიზაციას ჰქმნიდა და ადამიანი რომელიც მას ანადგურებდა, ყოველი მეფე და გლეხი, ყოველი შეყვარებული წყვილი, დედა, მამა, ყოველი დაიმედებული ბავშვი, გამომგონებელი და მკვლევარი, მორალის ყოველი მასწავლებელი, კორუმპირებული პოლიტიკოსი, ყოველი სუპერვარსკვლავი, ლიდერი, წმინდანი და ცოდვილი, ყველა და ყველაფერი რაც კი ისტორიას ახსოვს მზით განათებულ ამ მკრთალ წერტილზე ცხოვრობდა."
Tbilisi
0