მე ვარ - შენ !

0
გაცნობიერდი კაცობრიობის ყველა წერტილში, ამოისუნთქე - ყველა - ადამიანის ამოსუნთქვით. დაიბადე და მოკვდი - ყველაში. შენივე დამღუპველი - გადაგარჩენს. შენივე მკვლელი - გშობს. რაც მეტად გიყვარს, მით მეტად ტკენ - მისივე - მიგდებული ნაწილების შესაყვარებლად. თუკი შენში, ჯერ კიდევ არსებობს - წერტილები - უსიყვარულოდ, ეს შენივე თავის გაუცნობიერებელი ნაწილებია, რომლებიც გიხმობენ. არცოდნიდან, შეუცნობლიდან - ყვირის სიყვარული ყველაზე ხმამაღალ მელოდიად . ვინც გმტრობს, ან მტრობ - ვინც გაღიზიანებს, ან აღიზიანებ - მოძებნე ისინი, შეიცანი - შეიყვარე , დაიწვი მათში - და სიყვარულად - თავიდან დაიბადე. შენი მტერი, შენი მოკვლით - გასწავლის, და კლავს - შენივე შეუცნობელ ნაწილს - სიყვარულად აცოცხლებს. ნუთუ ჯერ კიდევ ვერ ხვდები, რომ შენ ხარ მკვლელიც და მოკლულიც, შენ ხარ ბრძენიც და სულელიც, მეფეც და მონაც. თუ კი ჯერ კიდევ - გიკვირს რაიმე, სამომავლოდ - გაკვეთილს შენივე ნებით - გეგმავ. არაფერია ისეთი, რაც შენში - არ არის, და ყველა-ფერი- ერთ-იანდება - ყველაში, უბრალოდ - ჩვენ მარადიულად უკან ვბრუნდებით, იმიტომ რომ - დაგვავიწყდა. სიზმრები - ამოხსენი, შენივე მიძინებული - ადამიანების სულთა შესამეცნებლად, შერწყმა - შეუცნობელთან წერტილების გაერთიანებად აცეკვდი. წერტილი. (ნინო დიდებაშვილი)
0