ჩინეთი კვლავ უარყოფს, რომ ახალი კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა

0
კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა ჩინეთი გამორიცხავს, რომ ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება ქალაქ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთი ლაბორატორიიდან დაიწყო. ინსტიტუტის დირექტორმა ჩინეთის ინგლისურენოვან სახელმწიფო ტელეკომპანია CGTN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ამ შეთქმულების თეორიას ავრცელებენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კონსერვატორი მხარდამჭრები. ინსტიტუტის ხელმძღვანელის განცხადებით, დაწესებულებაში სხვადასხვა სახეობის ვირუსს იკვლევენ, თუმცა, არცერთი თანამშრომელი არ დაინფიცირებულა. უჰანის ვირუსოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუმა თებერვალშიც უარყო, რომ ახალი სახეობის კორონავიუსი ხელოვნურად შეიქმნა, ან რომელიმე ლაბორატორიიდან გავრცელდა. რამდენიმე დღის წინ, ამერიკულმა ტელეკომპანია Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირველი ადამიანი, რომელსაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად, ახალი სახეობის ვირუსი საცდელი ღამურისგან გადაედო, უჰანის ლაბორატორიის თანამშრომელია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ ჩინეთი სრულ სიმართლეს არ ამბობს და კორონავირუსით ინფიცირებულების და გარდაცვლილების რეალურ მონაცემებსაც მალავს. რამდენიმე დღის წინ, ქალაქ უჰანის ადმინისტრაციამ აღიარა, რომ სტატისტიკაში შეცდომა იყო და კორონავირუსით უჰანში გარდაცვლილთა რიცხვი 1, 5-ჯერ - 3869-მდე გაზარდა. კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა, დებორა ბირქსმა 19 აპრილს, ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში თქვა, რომ ახალი ვირუსის კონკრეტული წარმომავლობის დადგენას დრო და სამეცნიერო მტკიცებულებები სჭირდება. ბირქსის განცხადებით, ცნობილია, რომ ვირუსი ჩინეთში წარმოიშვა, მაგრამ სად და როგორ, ჯერჯერობით გაურკვეველია. დებორა ბირქსის თქმით, პირადად მას არ აქვს რაიმე მტკიცებულება, რომ ვირუსის გავრცელება ლაბორატორიაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. მძიმე პნევმონიის, COVID-19-ის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ქალაქ უჰანიდან. პირველწყაროდ ერთ-ერთი ბაზარი სახელდება. ამჟამად კორონავირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 210 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. საერთო ჯამში, უკვე დაავადდა 2 400 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 165 000-ს აჭარბებს.
#news
#opinion
#politics
#events
#photo
#coronavirus
#corona
#covid19
#covid
#stopcovid19
#stopcoronavirus
#wuhan
#სიახლე
#კორონავირუსი
#კორონა
#კოვიდ19
#ვუჰანი
#ლაბორატორია
Rustavi
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0