სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის უპასუხისმგებლობა

0
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის უპასუხისმგებლობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია სოციალური ქსელის, Facebook-ის, მეშვეობით. ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია გააჟღერა, სავარაუდო კოვიდ-19-ით ინფიცირებაზე საუბრობდა. მოქალაქემ აღნიშნა, რომ ქალი, რომელსაც აღენიშნებოდა კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, 96 წლისაა. პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონს 38 სიცხე და მშრალი ხველა ჰქონდა დაუკავშირდნენ 112-ს. ისინი მათი პირველი მომსახურებით კმაყოფილი დარჩნენ და რჩევაც მიიღეს _ იმ შემთხვევაში თუ მას სიცხე და ხველა ექნებოდა საჭირო გახდებოდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, რა თქმა უნდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით. მოქალაქე სწორედ იმ სასწრაფო დახმარების პერსონალის მომსახურეობითაა უკმაყოფილო, რომელსაც სავარაუდოდ ინფიცირებული მოქალაქე საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. მისი თქმით, სპეციალურად შემოსილმა ექიმებმა უარი თქვეს მოქალაქეს დახმარებაზე და მის თანმხლებ პირებს ავალდებულებდნენ პაციენტთან ერთად მგზავრობას. ამავე პირმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა ექიმმა სათანადოდ მიაქცია ყურადღება მას შემდეგ, რაც მოქალაქემ ცხელი ხაზი ახსენა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეგულაციებთან დაკავშირებით, ქალაქებში არ მოძრაობს ავტომობილები და მოქალაქისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა სახლში დაბრუნება. შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში 399 ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით, 93 გამოჯანმრთელებული, ხოლო 4 გარდაცვლილი.
#news
#opinion
#coronavirus
#covid19
#stopcovid19
#stopcoronavirus
#112
#სიახლე
#კორონავირუსი
#კოვიდ19
Rustavi
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0