საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 139 პირი დააჯარიმეს — შსს

ByOn.geGeorgia
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის ბრალდებით 139 პირი დააჯარიმეს. შსს, ასევე, ოფიციალურ დეტალურ სტატისტიკასაც ავრცელებს, რომლის მიხედვით, პოლიციამ, 19 აპრილის 21 საათიდან 20 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 85 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 19 მოქალაქე დააჯარიმეს. ასევე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 35 პირი დააჯარიმეს.
#news
#Covid19
#Coronavirus
ByOn.geGeorgia
0