ნიკა მელიას განცხადებით, ტყვია, რომელმაც შუა ხნის ქალი იმსხვერპლა, შსს-ს თანამშრომლებმა ისროლეს

0
თბილისში, ვაკე-საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე შუა ხნის ქალი, სავარაუდოდ, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. მოკლული მომღერალ თინა მახალდიანის დედაა, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვია მას თავის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლები ინფორმაციით, გასროლა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა , , ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია. მისი თქმით, კომენდანტის საათის პირობებში შსს-ს თანამშრომლები აწყობენ ღრეობებს, აივანზე გადიან და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან. , , კომენდანტის საათია. ეს ხელს არ უშლით ღრეობის მოწყობაში შსს-ს თანამშრომლებს. არც იმაში, რომ გავიდნენ აივანზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან. და მერე რა ხდება? როგორც იმ შორ და ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს მოპირდაპირედ, მერვე სართულზე მცხოვრებ უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ, მშვიდად ტელევიზორს უყურებს. კლავს მოხუცი დედის თვალწინ. ეს ხდება 2020 წელს, ვაჟა ფშაველას გამზირზე“, - წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.
#ნიკამელია
#შსს
#ტყვია
#კრიმინალი
#მკვლელობა
#tbilisidaily
0