სააღდგომო ტრადიცია აფხაზეთში

0
აფხაზეთში ბევრი მართლმადიდებელი ცხოვრობს. მათ შორის აფხაზებიც, რომლებიც ჩვეულებრივად აღნიშნავენ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. აღდგომა დილით იწყება სააღდგომოდ შენახული ღვინის ჭურჭლით, რომელიც შემოდგომით იწურება და ინახება ქვევრში. ეს ღვინო განკუთვნილია აღდგომისთვის. ამ ქვევრის გახსნის შემდეგ ღვინოს ასხამენ ჭურჭელში, რომელიც ყოველდღიურად არ გამოიყენება და მიაქვთ იმ ეკლესიაში სადაც ლოცულობს ოჯახი. სააღდგომოდ იკვლება ცხვარი, სრულდება მსხვერპლთშეწირვა და იშლება სააღგდომო სუფრა, სადაც მოწვეულნი არიან ახლო ნათესავები და მეზობლები. აღდგომის მომდევნო კვირას აფხაზები აღნიშნავენ წმინდანი ქალების ხსენების დღეს ანუ როგორც მას აფხაზები უწოდებენ "ქალთა აღდგომას". ამ დღესაც იშლება სადღესასწაულო სუფრა და იკითხება საგვარეულო ლოცვა. აღდგომის დღეს მიცვალებულის ხსენების რიტუალი არ ტარდება და არ შეიძლება საფლავზე გასვლა. მიცვალებულთა მოხსენიების დღე არის "ქალთა აღდგომის" შემდეგი, ორშაბათი ან სამშაბათი. სააღდგომოდ აფხაზეთში მზადდება კერძი - ცომისა და ყველისაგან, რასაც მეგრულად "კვალამკვარი" ანუ ყველიან ვარენიკებს ეძახიან. მართლმადიდებელმა აფხაზეთმა აღდგომა 19 აპრილს აღნიშნა. სადღესასწაულო მსახურება ჩატარდა აფხაზეთის ყველა არსებულ ეკლესიაში მლოცველის გარეშე, მხოლოდ მრევლით. ამის მიზეზი იყო კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხე.
#აღდგომა
#რიტუალი
#მსხვერპლთშეწირვა
#SokhumiDaily
0