პოლიციელის უმისამართო გასროლა აივნიდან და გარდაცვლილი ქალი

0
116-ე მუხლი. ამ მუხლით დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში უმისამართოფ გაისროლა და იმსხვერპლა ქალი! აქ მთავარი აზრი მუხლებში არაა, არც იმაში დაისჯება თუ არა ეს პირი. იმაშია, რომ ადამიანის სიცოცხლე დასრულდა იმიტომ, რომ სამართალდამცავს ჰქონდა უფლება ნასვამზე იარაღიდან ნებისმიერი მიმართულებით გაესროლა! შეიძლება ვინმემ თქვა ძალით არ უნდოდაო, თუმცა ჩემთვის ეს ვერ გახდება ვერასდროს მიზეზი რის გამოც ვიღაცის სიცოცხლე უნდა დასრულდეს, რადგან თუ იღებ იარაღს და შენი აივნიდან უმისამართოდ ისვრი, თან ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვინც იცნობთ გამზირის კონსტრუქციას მიხვდებით რაზეც მაქვს საუბარი. არსებობს უდიდესი რისკი, რომ შეიძლება ვინმე დაშავდეს და ეს დაუშვებელია.უბრალოდ წარმოიდგინეთ: გამოდიხართ აივანზე საღამოს ისვენებთ დამღლელი დღისგან და უეცრად კვდებით და ეს ყველაფერი ესე სრულდება, ასე არაფრის მომცემად, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ხასიათში მოუვიდა აივნიდან სროლა აეტეხა.ახლა კი რას ითვალისწინებს 116-ე მუხლი, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. რამდენად საკმარისია ეს ყოველივე ამ პირისთვის არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს ადამიანი საკუთარ საქციელს ნანობს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სინანული არაფერს ცვლის!
0