უბრალოდ როი კინი

0
როი კინი, შეიძლება ითქვას, რომ... როი კინი, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ადამიანია, რომლისაც თავად სერ ალექს ფერგიუსონსაც კი ეშინოდა.როი კინი, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ადამიანია, რომლისაც თავად სერ ალექს ფერგიუსონსაც კი ეშინოდა. 1990–იანი წლების ბოლოს და 2000–იანი წლების დასაწყისში ირლანდიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერი და მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი საყრდენი ნახევარმცველი იყო. თუმცა, ზოგჯერ მისი აგრესიული თამაშის მანერა საშინელ შედეგებს იწვევდა. თუმცა, ეს მისი ფეხბურთი იყო, მას სხვაგვარად არ შეეძლო. 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ კინმა ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო, რომლის საჭიროება სრულიად არ არსებობდა, მეორე ყვითელი ბარათი გამოიმუშავა და იძულებული გახდა "ბაიერნთან" ფინალური მატჩი გამოეტოვებინა. – მართალია, ყოველმხრივ ვცდილობდი სახეზე ვაჟკაცური გამომეტყველება შემენარჩუნებინა, ეს ყველაზე საშინელი ეპიზოდი იყო ჩემს კარიერაში, – განაცხადა მოგვიანებით კინმა. კინი პირდაპირ საფეხბურთო მოედანზე ჩხუბობდა ალან შირერთან და პატრიკ ვიერასთან, ხოლო 2001 წელს მუხლის უმძიმესი ტრავმა მიაყენა ნორვეგიელ ალფ–ინგე ჰოლანდს, რის შემდეგაც მან ფეხბურთელის კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თუმცა, ამ ეპიზოდს წინ უძღოდა 1998 წლის ეპიზოდი, როდესაც კინმა ჰოლანდთან შეჯახების დროს სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც სეზონის დიდი ნაწილის გამოტოვება მოუხდა. სამი წლის შემდეგ კი ირლანდიელმა გადაწყვიტა, რომ სამაგიეროს გადახდის დრო მოვიდა. "მანჩესტერ სიტისთან" დერბიში, რომელშიც ნორვეგიელი თამაშობდა, კინმა ჰოლანდს მუხლში გასაგიჟებელი სიძლიერის დარტყმა მიაყენა. ეს ფაქტიურად სკანდინავიელის კარიერის დასასრული იყო. როიმ წითელი ბარათი მიიღო, შემდეგ კი სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 5.000 ფუნტის ოდენობით. მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიაში კინმა აღიარა, რომ მეტოქეს ტრავმა განზრახ მიაყენა და 1998 წლის ინციდენტის სამაგიერო გადაუხადა. – მიიღე ნაძირალავ და აღარ გაბედო ჩემთვის გზაზე გადადგომა, – ეს არის სიტყვები სწორედ იმ სკანდალური ავტობიოგრაფიიდან. ამ წიგნში ასევე დაბეჭდილი იყო სხვა მრისხანე და კიდევ უფრო უცენზურო გამონათქვამები ჰოლანდის მისამართით. წიგნის გამოსვლის შემდეგ კინს კიდევ ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და უკვე 150.000 ფუნტის გადახდა დააკისრეს ჯარიმის სახით. გარდა იმისა, რომ კინი ბევრ რამეს აკეთებდა, ასევე არანაკლებ ლაპარაკობდა. ერთხელ მან საკუთარი აზრი გამოთქვა "მანჩეტსერ იუნაიტედის" მცველის, რიო ფერდინანდის თამაშთან დაკავშირებით გუნდის მიერ წაგებული ერთ–ერთი თამაშის შემდეგ. – საკუთარ თავს სუპერვარსკვლავად მხოლოდ იმის გამო მიიჩნევ, რომ კვირაში 120.000 ფუნტს იღებ და "ტოტენჰემთან" მატჩში მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში თამაშობ კარგად, – განაცხადა ირლანდიელმა. ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ მიკი მაკარტისთან სკანდალის შემდეგ როიმ თავისი დამრიგებელი სასტიკად გააკრიტიკა. თუ შეიძლება მის ნათქვამს კრიტიკა ეწოდოს. – იმედი მაქვს, ჩემი სიტყვები ავად არ მოგეჩვენებათ, მაგრამ მიკ მაკარტი ჯოჯოხეთში უნდა ჩალპეს... მიკ, შენ ცრუპენტელა, მახინჯი ხარ. მე შენ არ მიმაჩნიხარ არც მოთამაშედ, არც მენეჯერად, მე შენ არ გთვლი ადამიანად. შენ უბრალოდ მახინჯი ხარ და შეგიძლია ეს მსოფლიო თასი უკან შეიტენო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შენთან საქმეს ვიჭერ ის არის, რომ შენ ჩემი ქვეყნის ნაკრების მენეჯერი ხარ, – ვერაფერს იტყვით, "მშვენიერი" სიტყვებია. ამ ინციდენტის გამო როი კინმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშა.
0