როდემდე დარჩება ძალაში აკრძალვა საავტომობილო გადაადგილებაზე?

0
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით აკრძალვა, რომელიც საავტომობილო გადაადგილებას ეხება, ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით, შესაბამისად, ხვალ მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ აკრძალვასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს. შესაბამისად გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ხვლ გახდება ცნობილი. მთავრობის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან იყოს აცილებული კანონის დარღვევა და ამგვარი ქმედებისთვის დაწესებული ჯარიმები.
#კორონავირუსი
#აკრძალვები
#საგანგებომდგომარეობა
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0