ვის შეუძლია დაიცვას რამაზანის მარხვა და ვის არა?

0
რამაზანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს.  მაგრამ ავადმყოფები , მოხუცები და მოგზაურობაში მყოფი ადამიანებისთვის ნებადართულია მარხვა არ დაიცვან. ამის შესახებ აცხადებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი. ამის გარდა, არსებობს ოთხი შემთხვევა, როდესაც ნებადართულია მარხვა არ დაიცვან: • ორსული ქალები. მათ შეუძლიათ, რომ არ დაიცვან მარხვა, მაგრამ ყოველ დღე გაჭირვებულ ადამიანებს 750 გრამი საკვები უნდა გადასცენ. იმ დღეების ნაცვლად, როდესაც ორსულობის გამო ვერ იმარხულეს, მშობიარობის შემდგომ კი უნდა იმარხულონ. • მეძუძური დედები (თუ მარხვის დროს რძის შეჩერების საშიშროება არსებობს). მათაც ყოველდღიურად 750 გრამი საკვები უნდა მისცენ გაჭირვებულებს, ძუძუთი კვების პერიოდის გასვლის შემდგომ კი მარხვის გაცდენილი დღეები უნდა აინაზღაურონ. • ქალებმა არ უნდა იმარხულონ თვიური ციკლის დღეებში. ციკლის დამთავრების შემდეგ კი გაცდენილი დღეების სანაცვლოდაც უნდა იმარხულონ. • რამაზანის თვეში დროებით დაავადებული ადამიანების სიცოცხლეს მარხულობა თუ საფრთხეს უქმნის, მაშინ ისინი ავადმყოფობის პერიოდში მარხვისაგან თავისუფლები არიან. იმ შემთხვევაში, თუ დაავადება მომდევნო წლის რამაზანის მარხვამდე გაგრძელდა, მათ შეუძლიათ, რომ მარხვის დღეებში გაჭირვებულ მოსახლეობას 750 გრამი საკვები გადასცენ და აღარ იმარხულონ. „დღეს მსოფლიო ვირუსთან ბრძოლობს. კორონავირუსთან დაკავშირებით მეცნიერებს რეკომენდაციები აქვთ განსაზღვრული. კორონავირუსით ინფიცირებულები არ იმარხულებენ. მათ უნდა მიხედონ გამოჯანმრთელობას. ამის გარდა, ვინც სახლში კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს, მათ შეუძლიათ იმარხულონ“ - ამბობს ჰაჯი რამინ იგიდოვი ჰაჯი რამინ იგიდოვის თქმით, თუ ვინმე მუშაობს, მან სამსახურშიც უნდა იმარხულოს. „ის ადამიანებს, ვინც სამსახურის გამო დაინფიცირების რისკის ქვეშ არიან, მაგალითად ექიმები, ან მათ, ვისაც ინფიცირებულებთან ხშირი კონტაქტი აქვთ, შეუძლიათ არ იმარხულონ. თუმცა უმიზეზოდ ადამიანებს არ შეუძლიათ მარხვა დაარღვიოს" კორონავირუსის დროს ადამიანებს უწევთ ბევრი სითხის მიღება, რა ხდება ამ დროს? "მარხვის დროს სითხეს ვერ მიიღებენ, ამიტომ, კარგი იქნებოდა, თუ დილით ჭამის დროს ბევრ სითხეს დალევენ“ - ამბობს რამინ იგიდოვი აღსანიშნავია, რომ წელს რამაზანის თვე ზოგ ქვეყნებში, მაგალითად თურქეთში, 24 აპრილს, ხოლო სხვა ქვეყნებში, მაგალითად აზერბაიჯანში, 25 აპრილს დაიწყება. წყარო : რადიო მარნეული.
#რამაზანი
#მარხვა
#marneulidaily
0