მომავალი სამი-ოთხი კვირა საკმაოდ რთული იქნება - ამირან გამყრელიძე

0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განხადებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა. მომავალი სამი-ოთხი კვირა საკმაოდ რთული იქნება. გამყრელიძის თქმით, მხოლოდ რეკომენდაციების დაცვით შევძლებთ, პიკური პერიოდის ნაკლები დაზიანებების გარეშე გადატანას. „ზრდა არის დუნე, რადგან ჯერ პიკი არ არის. ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული. ამიტომ ყველა უნდა მოვეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თქვენს ქცევებს. თუ გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო იძლევა“, - განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გემყრელიძემ.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ამირანგამყრელიძე
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0