ბულვარი — ისტორია და კორონავირუსი

0
ბათუმის ბულვარში, ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის ექსპერტების გაფრთხილებების მიუხედავად, მოქალაქეების სეირნობა არ წყდება. ასეთი სეირნობების დროს 2 მეტრიანი დისტანციის წესი ირღვევა, რაც თავისთავად საფრთხის შემცველია. ბულვარის მნიშვნელობა ქალაქის ისტორიაში გასაგებია. მისი გაშენება 1881 წლიდან დაიწყო და ადგილმა არსებობის ასწლეულს უკვე დიდი ხნის წინ გადააბიჯა. დღეს ბულვარი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ადგილია - აქ ხე-მცენარეთა რაოდენობა 40, 000-ზე მეტია. 2009 წლის ბოლოს ბულვარის ტერიტორია კიდევ უფრო გაიზრდა და 9 მისმა სიგრძემ 9 კილომეტრი შეადგინა. არქიტექტურული სილამაზე, ხე-მცენარეთა სიმრავლე და ზღვის სიახლოვე ბულვარს ბათუმელების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილად აქცევს. ბულვარი ტურისტებსაც უყვართ, ბათუმს 2 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს და ცნობილ ბულვარს ისინიც სიამოვნებით ათვალიერებენ. ბულვარის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ: "სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდ კილომეტრიანი სასეირნო, ზღვისპირა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად სადაც ყველა პოულობს თავის ადგილს". ბუნებრივია, ასეთ ადგილთან დაშორება ბათუემელბს ძალიან უჭირთ. თუმცა, დღეს სხვა რეალობას ვუყურებთ. ვერავინ აუკრძალავს მოსახლეობას გასეირნებას, მაგრამ სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია. კორონავირუსმა უკვე მიაყენა დიდი ზიანი ტურისტულ სექტორს - საზღვრები ჩაიკეტა მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმზე საუბარი უადგილოც კი აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, ბათუმი მაინც ტურისტების უმრავლესობას ზაფხულში იზიდავს. მაგრამ საკითხავია, რამდენად შეძლებს ბათუმი ტურისტების მიღებას ზაფხულში, თუკი ახლა დისტანცია არ დავიცავით. იმედია, კანონდარღვევების გამო ზომები უფრო არ გამკაცრდება. თუ არ დავიცავით დისტანცია, შეიძლება ბულვარში დიდი ხანი ვეღარ გავიდეთ.
#დარჩი_სახლში
#ბულვარი
#ისტორია
#batumidaily
0