დედა მომიკლეს საკუთარ სახლში – თიკა მახალდიანის პირველი კომენტარი ტრაგედიაზე

0
„ჩემი სილამაზე აღარ მყავს. დედა მომიკლეს საკუთარ სახლში! ჩემი მზეთუნახავი დედიკო, მაგრამ ის მაძლიერებს მარტო, რომ სამოთხეში წავიდა. მადლობა ყველას სათითაოდ“, – ამის შესახებ მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში წერს. მომღერლის დედა გუშინ საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ შეიწირა. შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტრაგედია დატრიალდა. მიმდებარე კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი ახალგაზრდა ქალის, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა. ის მე-8 სართულზე მდებარე სახლში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა. ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა.
0