საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა

0
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 95 ადამიანია გამოჯანმრთელებული. კარანტინის რეჟიმშია 4 782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503 პირი. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 402 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
#გამოჯანმრთელებული
#კორონავირუსი
#პანდემია
#tbilisidialy
0