Bedford Falls-ის მესიჯი მრევლსა და საპატრიარქოს

0
შეგიძლია დამიძახო იესო, ჯვარს მაცვა პარასკევ საღამოს, მოდი კვირით და შეიძლება ისევ აღვდგე. Bedford Fallsი ქართული როკ-ჯგუფია, რომელსაც ჰყავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მსმენელი. დღეს მინდა გესაუბროთ სიმღერაზე, რომელიც აშაკარად მიმართავს მრევლსა და საპატრიარქოს. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია საპატრიარქომ მთავრობასთან ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს კორონავირუსის პრევენციას. მიუხედავად ამისა, საპატრიარქომ ვერ თქვა უარი სააღდგომო წირვებისა და ლოცვების მრევლის გარეშე ჩატარებაზე. მოცემულ ვითარებას Bedford Falls-მა მიუძღვნა თავისი წინა სიმღერაც Macedonia, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიმღერაში ისინი რელიგიას არ შეხებიან და ძირითადი ყურადღება ვირუსზე იყო გამახვილებული. სიმღერა SALIVA, რომელზეც მე ახლა ვსაუბრობ, პირველ რიგში ყურადღებას იქცევს, რა თქმა უნდა, მისი ტექსტის გამო, თუმცა კიდევ უფრო დიდ ყურადღებას მასში ასახული კადრები იწვევს, რომელბიც სტატიასთან დართულ სურათებში შეგიძლიათ იხილოთ. სიმღერის დასაწყისში ჯგუფი, ალბათ ქართული საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარე, ითხოვს, რომ ნუ ავაფეთქებთ მათ სათუთ თავებს. მეორე მნიშვნელოვანი შტრიხი სიმღერის ტექსტში გვხვდება მაშინ, როდესაც ისინი ამბობენ, რომ შეგიძლია დამიძახო იესო, ჯვარს მაცვი პარასკევ საღამოს, მოდი კვირით და შეიძლება ისევ აღვდგე. ხელოვნება საკმაოდ თავისუფალი დარგია და აერთიანებს ყველაფერს, რასაც ხელოვანი შედევრის შესაქმნელად იყენებს. შეიძლებოდა აღნიშნული სიტყვები არ დაგვეკავშირებინა რელიგიასთან, თუმცა ამის საშუალებას კლიპში ასახული კადრები არ იძლევა. ქართული პუბლიკისთვის ალბათ კიდევ უფრო შემაშფოთებელია კადრები, რომელთა ხილვის დროსაც ისინი ხედავენ ილია II-ს და ესმით შემდეგი ტექსტი: ვიმედოვნებ მოკვდები. კიდევ უფრო საინტერესოა სიტყვები _ ჩვენ არ გვჭირდები, რაც არ უნდა მოხდეს, რომლებიც ზიარების საიდუმლოს დაერთვის. ვფიქრობ მოცემული სიმღერით ჯგუფმა საპატრიარქოსა და ფანატიკოს მორწმუნეებს მიმართა. გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი შეხედულებაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მიგაჩნიათ თუ არა სწორად სიმღერის მსგავსი ინტერპრეტაცია და ზოგადად რას ფიქრობთ მასზე? იხ. სიმღერის ლინკი: https://youtu.be/_DXsSQd1590
#news
#opinion
#events
#coronavirus
#religion
#covid19
#bedford
#რელიგია
#სიახლე
#ეკლესია
Rustavi
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0