მოსმენა როგორც ...

0
დარჩით პასიური - არაფერი არ გააკეთოთ, უბრალოდ მოისმინეთ და გაითვალისწინეთ, რომ მოსმენა არაა რაიმეს კეთება. რასაც არ უნდა უსმენდეთ ამ დროს არაფრის გაკეთება არაა საჭირო - ყურები ყოველთვის ღიაა. დანახვისთვის თვალების გახელაა საჭირო - სულ მცირე ეს მაინც უნდა გააკეთოთ. მოსმენის დროს ესეც არაა საჭირო - ყურები ყოველთვის ღიაა. თქვენ ყოველთვის ისმენთ. უბრალოდ არაფერი გააკეთოთ, უბრალოდ უსმინეთ. სიმპათიით მოსმენა მოსმენა არის ურთიერთობა სხეულსა და სულს შორის. სწორედ ამიტომ იგი გამოიყენებოდა როგორც ყველაზე დიდი შესაძლებლობების მქონე მედიტაციის მეთოდი. მოსმენა ერთმანეთთან აკავშირებს ორ უსასრულობას - მატერიალურს და სულიერს. დაე, ეს თქვენი მედიტაცია იყოს: როცა ზიხართ უბრალოდ მოისმინეთ რა ხდება ირგვლივ, არ აქვს მნიშვნელობა ბაზრობაზე ხართ სადაც ძალიან ხმაურობენ, თვითმფრინავში თუ მატარებელში. მოუსმინეთ ხმებს უარყოფის გარეშე. მოუსმინეთ ისე, თითქოს მუსიკას უსმენთ - სიმპათიით, უეცრად აღმოაჩენთ რომ ხმაურის ხარისხი შეიცვლება. ახლა იგი აღარ გაღიზიანებთ, ხელს აღარ გიშლით, . პირიქით, უფრო გამშვიდებთ, თუ სწორად უსმენთ, ბაზრობაც კი მელოდიად გარდაიქმნება. არ არის მნიშვნელოვანი რას უსმენთ. მნიშვნელოვანია, რომ უსმენთ და არა მხოლოდ გესმით. მაშინაც კი როცა ისეთ რაღაცას უსმენთ, რაც მოსმენის ღირსად არასოდეს ჩაგითვლიათ, მოუსმინეთ მას ისეთი სიხარულით, თითქოს ბეთჰოვენის სონეტას უსმენთ და მალე აღმოაჩენთ, რომ ხმაურის ხარისხი გარდაქმენით. ეს მშვენიერი იქნება და ამ მოსმენაში ეგო გაქრება. ოშო ნარინჯისფერი წიგნი
#funny
#მედიტაცია
0