7 votes
0 comments
0 shares
Save
2 views
David Kokhreidze
Tbilisi · 1 year ago

ეს საქართველოა🇬🇪💛💛💛


David Kokhreidze
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Sokhumi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
რა ხდება აფხაზეთში დღეს - სიცრუეში ჩარჩენილი მოსახლეობა
იმის მიუხედავად, რომ მე, ისევე როგორც საქართველოს თითოეულ მკვიდრს მტკივა ჩემი დაკარგული ტერიტორია, დღეს არ ვისაუბრებ ტერიტორიის დაკარგვის სენტიმენტალურ ნაწილზე, არამედ შევეცდები რეალობას გავუსწორო თვალი და გაგიზიაროთ იქ არსებული მდგომარეობის მცირე ნაწილი. მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ, ჩემი ნათესავების გარკვეული ნაწილი იქ დარჩა, ახლა რა თქმა უნდა გვაქვს კონტაქტი და ხშირად ვეხებით პოლიტიკურ თემებს. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იქ მცხოვრები ახალგაზრდებისა თუ ბავშვების ყოფას, თხრობას დასაწყისიდან დავიწყებ. ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი თაობის აღზრდაში განათლებაა. აფხაზეთის სკოლებში ისტორიის გაკვეთილზე ასწავლიან თუ როგორი ოკუპანტია საქართველო და გმირი რუსეთი. ერთადერთ ტელევიზიაში დღემდე ხშირად ტრიალებს ომის კადრები. აფხაზური ენა თითქოს დამატებით ენად იქცა, რადგან საზოგადოება რუსულად საუბრობს, ყველას აქვს რუსული პასპორტი, რუსულად მიდის მსახურება ეკლესიაში, რუსული ფული... ყველაფერი რუსულია.. სოხუმის დაცემის დღეს დღემდე, ბაღებში, პატარა ბავშვები ჯარის ფორმაში გამოწყობილები აღნიშნავენ და წარმოთქვამენ სეპარატისტი პოეტის მიერ დაწერილ უსახურ ლექსებს. ყოველთვის, როდესაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ვუსვამ კითხვას ზემოთხსენებულთან და რუსიფიკაციასთან დაკავშირებით პასუხის ახალ-ახალ ვარიაციებს ვისმენ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეს იყო: "რუსეთმა გვარჩინოს, თუმცა ვერ ჩაგვყლაპავს და იცი რატომ ? სანამ საქართველო ევროპასა და ამერიკაში კივის, რომ რუსეთი ოკუპანტია, სანამ ასეთი რადიკალური პოზიცია გაქვთ, ჩვენ იქამდე რუსეთი ვერ გვშთანთქავს, ამიტომ მადლობა თქვენ, რომ დამოუკიდებლობას გვანარჩუნებინებთ" 26 აგვისტოს, აფხაზეთი უკვე რამოდენიმე წელიწადია ფსევდო, პაპუასური ტომების მიერ "აღიარებას" აღნიშნავს, რამოდენიმე დღის განმავლობაში ქუჩებში ჟრიამული ისმის, მთვრალი ადამიანები საჭესთან სხედან და გაიძახიან "აფხაზეთი თავისუფალია" ! ერთხელ, სუფრაზე ერთ-ერთმა თრობის დროს ისიც კი წარმოთქვა, რომ შემდეგი გამარჯვება ნატოსა და ევროკავშირში შესვლა იქნება, მე ამის მჯერაო ! (სასაცილოა ხო?!) ამ მდგომარეობაში მცხოვრებ ერს როგორ უნდა დავაჯეროთ, რომ სიბრიყვეში ცხოვრობენ, როდესაც ეს პროცესი ძალიან მოსწონთ ?ვითომ უშველის ის დაფინანსება, რომელსაც ჩვენ ვაწვდით? თან ვის, არა ჩვენი ქვეყნის შვილებსა და აფხაზებს, არამედ აფსუებსა და გამყიდველებს. მათზე კიარ უნდა ხარჯავდეს საქართველო ფულს, არამედ იმ ხალხზე, ვინც ომში იბრძოდა და იმათზეც, ვინც ყველაფერი დაკარგა სეპარატისტების გამო. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, პროპაგანდამ უკვე ღრმად გაიდგა ფესვები. რთულია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა არა შეუძლებელი. საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, სიმართლის პოზიციონირება რეალური მიზნებისა და ამოცანების დასახვა, იმიტომ რომ აფხაზეთში ახლა განუკითხაობა ხდება. ეს კი ჩვენი ქვეყნის ის ნაწილია, რომელსაც ვერ დავთმობთ, რადგან ჩვენს მებრძოლთა სისხლი ამ მიწაზე ტყუილად არ დაღვრილა ! აფხაზეთი საქართველოა ! რუსეთი ოკუპანტია !#რუსეთი #აფხაზეთი #სკოლა #განათლება #პროპაგანდა #SokhumiDaily
Ana Ana
Tbilisi, Georgia · 3 days ago
ფოტოგრაფს ადევნებული მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.
დილამშვიდობის, ისეთი გაბრაზებული ვარ არ ვიცი საიდან დავიწყო 😶 მოკლედ, ამ დილით ძალიან კარგი განწყობით გამოვედი სახლიდან, სტანდარტულად ეს ხდება 7: 20წუთზე, ამ დროს მივდივარ ხოლმე სამსახურში. ჩემი სახლის წინ ალეიას პარკია, რომლის გავლაც ყველა დღე მიწევს. ძალიან მომწონს პარკში მერიის მიერ დადგმული საიმფორმაციო სტენდი, სადაც ნათლადაა წარმოდგენილი , რომელი ნარჩენს რა დრო სჭირდება ბუნებასთან ორგანულად შერწყმისთვის( გახრწნისთვის). ვიმეორებ, მადლობა ვუხდი მერიას ამ სტენდისთსი (!).მაგრამ ყველა დილას , იმდენად ამაზრზენი კადრი მხვდება , ყველა ურნა გადატენილი , მოფრიალე პოლიეთილების პარკები, ბოთლები, ქაღალდები ... განწყობის შენარჩუნება შეუძლებელია და ვცდილობ თვალი ავარიდო, მაგრამ დღეს, "გადმომიარა". დამლაგებელიც კი არავინ ჩანდა პარკში,არადა უკვე სამი საათია გათენდა (!) მხოლოდ ქუჩას გვის ჩემთვის კარგად ნაცნობი ქალბატონი, რომელიც ყველა დილას 5 საათიდან აქაა(მიყვარს მასთან გასაუბრება), ყოველთვის წესრიგში აქვს მისთვის მონდობილი ქუჩა. 💗 და ყველაზე მთავარი დაიწყო ამის შემდეგ! ვიღაც ბრგე კაცი ყვირილით მომოახლოვდა," რატომ იღებ ფოტოებს?" მიყვირის ისეთი ტონით, რომ გაოცებული ვრჩენი და პირველ რიგში ვთხოვ დაუწიოს ხმას.ეს ადამიანი მეცნობა როგორც მერიის დასუფთაცების სამსახურის ადგილობრივი განყოფილების უფროსი(სახელო არ მახსოვს,მამუკა თუ რაღაც) . ჩემი თხოვნის მიუხედავად, ტონს არ ცვლის, და მთხოვს არ ავტვირთო ფოტოებო, არსად დავდო , არ მოვნიშნო მერია და ა.შ. თან მუქარის ტონითვე მეუბნება რომ აქვს ჩემო ფოტოც რომელიც ახლა გადამიღო (ვერ ვიჯერებ!). ვუხსნი რატომ არ უნდა იყოს პარკი ასეთ მდგომარეობაში, როცა ადამიან მოუწოდებ დაიცვალს გარემო მინიმუმ ურნა უნდა იყოს სადმე ცარიელი ხო?_ და მშვიდი ტონითვე ვეუბნები,რომ თუ საღამოს ეს ურნები ასეთივე მდგომარეობაში არ დამხვდება, არსად არ დავდებ ფოტოებს( მის დამშვიდებას ვცდილობ, ჩემი თავის მიკვირს 🙄). ამაზე უცებ უარესად ბრაზობს და კიდევ უფრო ხმამაღლა ყვირის: _ ხედავ რა ადრიდან ვმუშაობ?საღამოს რა იქნება მე რა ვიცი?!_ თუმცა, ამ დროს ეს ადამიანი მხოლოდ ჩემთან ჩხუბს ეძახის მუშაობას, პარკის დამლაგებლები არსადა ჩანან 😶 აგრძელებს _ იცი საერთოდ რომელ ქვეყანაში ცხოვრობ?! 24 საათი ამ პარკს ხოარ ვალაგებთ, ახლა დალაგდება , საღამოს ისევ სავსე იქნება და შენნაირებმა უნდა იღონ ფოტოები და მე მირეკონ მერე?! _დიახ ბატონო, ვიცი სადაც ვცხოვრობ, ვიცი რომ ადამიანები მრავლადაა პარკში და ნაგავიც ბევრი დაიყრება,მაგრმ ისიც ვიცი რომ ჩემი ქვეყანა ნაგვის ქვეყანა არაა!‐როცა ხელი გესვრებათ, არ იბანთ რახან დასვრამდე ახალი დაბანილი გქონდათ? _ ვეკითხები მე და სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობ,🙄_ იქნებ დააფიქსიროთ მერიაში ,რომ არაასაკმარისი ერთხელ ურნების დაცლა, იქნებ მოითხოვოთ დამატებითი ძალები... ის ყვირილით მაწყვეტინებს და ისევ შემახსენებს რომ ეს საქართველოა,(!) რომ როცა ის არ მუშაობს, მისი მოვალეობა არაა ურნა რა მდგომარეობაშია ის ამოწომოს და ა.შ. ამ დროს ვიღაც ქალბატონი , რომელიც ისმენს ჩვენს საუბარს, გვიახლოვდება და ამ მოჩხუბარ კაცს სთხოვს ჩუმად ისაუბროს რადგან ჯერ კიდევ სძინავს ხალხს და მისი ყვირილი უბანს ესმის. მშვიდად ეუბნება რომ აუცილებელია ურნების ასეთ მდგომარეობამდე არ მიყვანა.წამით ამ კაცს ქალბატონზე გადააქვს ყურადღება და მე მივდივარ, რადგან სამსახურის მანქანა გამოჩნდა და მეჩქარება. მანქანაში ასული უკან როცა ვიხედები ვხედავ რომ ეს კაცი გამომდევნებია და ჩემს მანქანას ფოტოს უღებს (!!!)#თბილისისმერია_ რა იყო ეხლა ეს?! 🤔 მომიტევეთ, პროექტში ჩართვალს უფრო პოზიტიური პოსტით ვაპირებდი, მაგრამ დილოდან მოყოლებული მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ 🙄 თანაც ,მგონია რომ სწორედ ასეთი პროექტებიდან უნდა მოვუწოდოთ ადამიანებს ჩვენი სათქმელი, განსაკუთრებით ის, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია. 🙏იმედია ამ პოსტის წაშლასაც არავინ მოითხოვს და თუ მოითხოვენ,Feedc_ის ადმინისტრაცია სათანადო სიმაღლეზე იქნება. ვაპირებ პირად გვერდზეც დავწერო და ყველა პლათფორმაზე, სადაც ხელი მიმიწვდება.#feedcgrant #ჩემოქალაქიმკლავს #თბილისისმერია #ჩვენვიმსახურებთსუფთაქალაქს Feedc #ჯანსაღიცხოვრება #პოლიტიკა #ახალიამბები
+2
ნამდვილი ფერები მსოფლიოზე
Tbilisi, Georgia · 3 days ago
ეკოლოგია
თვითონ ეს ტერმინი, რომელიც გარემოს დაცვის აღსანიშნავად გამოიყენება ბერძნული სიტყვაა (Oikos - სახლი, გარემო; Logos - შეცნობა) და გარემოს შესწავლას გულისხმობს. იმ გარემოსი რომელსაც ადამიანი დღესაც, 21-ე საუკუნეშიც დიდ ზიანს აყენებს. უამრავ წყაროში გვხვდება ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა საფრთხის შემცველია მისდამი უყურადღებობა და უდიერი მოპყრობა. მაგრამ ადამიანები არ ითვალისწინებენ წარსულ გამოცდილებას და მაინც არ დგამენ მკვეთრ ნაბიჯებს. რა იგულისხმება მკვეთრ ნაბიჯებში? ჰაერის, ნიადაგის, წყლის დაბინძურება და სხვა. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მკვეთრი და კომპლექსური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ავიღოთ ჩვენი ქვეყანა, ყველა ვხვდებით რომ, თუ არსებულ ეკოსისტემას არ გავუფრთხილდებით ყველაზე ბრუტალურ შედეგს მივიღებთ, რომელთა შორის უმძიმესი ცოცხალი არსებების განადგურება მათ შორის ადამიანის. სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ჩვენი უმოქმედობით. მაგალითისთვის ავიღოთ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილთა სტატისტიკა: სიმსივნე - 35 394 ადამიანი; სასუნთქი სისტემის დაავადებები - 13 893 ადამიანი, სისხლის მიმოქცევის პრობლემები - 101 775 ადამიანი. როგორც კვლევები ამბობენ ზემოთ აღნიშნულ დაავადებებს, კავშირი აქვთ გარემოზე უდეირ მოპყრობასთან და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, ამ დაავადებებისა ესაა. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველო ჰაერის სისუფთავის ინდექსით 109-ე ადგილს იკავებს. სუფთა ჰაერის პირველი მტერი კი ავტომობილებიდან და ქარხანა-დანადგარებიდან გამოყოფილი გამონაბოლქვია. ნივთიერებები, როგორიცაა: მტვრის მყარი ნაწილაკები; NO2(აზოტის დიოქსიდი); SO2(გოგირდის დიოქსიდი) PM-2.5,PM-10 ერევა იმ ჰაერს რომლსაც ჩვენ ვსუნთქავთ. და მაინც რა პრობლემებს იწვევს ? ის გამომწვევია ისეთი პრობლემებისა, როგორიცაა: სიმსივნე, თვალის გაღიზიანება, ბრონქიტი, სუნთქვის გახშირება, სასუნთქი სისტემის დაზიანება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა და სხვა. თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც მიმდინარეობს „დიზელზე“ მომუშავე ავტომობილების გადაადგილება და უფილტრო ქარხნების ფუნქციონირება. უამრავმა სახელმწიფომ დაიწყო ელექტროავტომობილებზე და ველოსიპედებზე გადაჯდომა. მაგალითად: მსოფლიოში პირველად, ავსტრიის ქალაქ ბაირონ ბეიში უნდა მოხდეს 100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე მატარებლის ამუშავება. „SunMan”-ის მზის პანელები დამონტაჟებულია მატარებლის სახურავზე, რომელიც გამოიმუშავებს ენერგიას, 77კვ/სთ. მატარებლის ელემენტებს დაახლოებით იგივე შესაძლებლობის სიმძლიერე აქვს, რაც „ტესლას S“ მოდელს და დატენვა ჰყოფნის 12-დან 15-მდე მარშუტის შესრულებას. ამასთანავე იგი ინაზღაურებს დახარჯული ენერგიის 25%-ს. თავდაპირველად მატარებლით მოსახლეობა მხოლოდ შაბათ-კვირას ისარგებლებს, მაგრამ იანვრიდან ის სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, იმისა თუ როგორ ებრძვის განვითარებული სახელმწიფო ჰაერის დაბინძურებას. ის ხომ მხოლოდ დაავადებების გამომწვევი არა. დაბინძურებული ჰაერი ტემპერატურის მატების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, რაც თავის მხრივ იწვევს ყინულის საფარის დნობას და ხანძრებს. მაგ: 1972 წლის შემდგომ, გრენლანდიის ყინულის საფარის დნობამ, ზღვის დონის 1,27 სმ-ით აწევა გამოიწვია. აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სტატისტიკის ნახევარი გასულ რვა წელზე მოდის. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ვარაუდობენ რომ, დანიის ყინულოვანი საფარი 1000 წელიწადში გადნება, რაც წყლის 27მ-ით მომატებას გამოიწვევს. დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის კლიმატოლოგი, რუთ მოტარამი ამ ქრონოლოგიას ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ ტემპერატურის 1,5-2 გრადუსით მომატების შემთხვევაში, დადგება წერტილი რომლის, იქითაც გრენლანდიის ყინულოვანის საფარის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება. დნობის პროცესი ასევეა აჩქარებული დედამიწის მეორე მხარეს, ანტარქტიდაზე. გასული 10 წლის განმავლობაში კონტინენტი ყოველწლიურად 252 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდა, რაც შეეხება გრენლანდიას, ის წელიწადში 286 მილიარდ ტონას. ამ ციფრების ნაწილი ახერხებს განმეორებით გაყინვას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის წყლის დონის დასაწევად. ანტარქტიდისა და გრენლანდიის ყინულოვან საფარში თავმოყრილია მსოფლიო მტკნარი წყლის 99%. მათი გადნობის შემთხვევაში ხმელეთის დიდი ნაწილი დაიფარება წყლით, მაგ: ფლორიდის შტატი. მეორე უდიდესი პრობლემა რასაც ტემპერატურის მატება იწვევს ხანძრებია. იმის გამო რომ ტემპერატურა ხშირად მატულობს, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში ხშირია ხანძრები, რაც საგრძნობლად ამცირებს ტყით დაფარული ხმელეთის ნაწილს. მცენარეების მიერ გამოყოფილი ჟანგბადი ეხმარება ტემპერატურას დაწეევაში, ადამიანებს კი არსებობაში. აქვე აღსანიშნავია ცხოველები, რომლრბიც ამ ხანძრებს ეწირებიან და უამრავი სახეობა საფრთხის წინაშე დგას. იმისათვის რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ რამხელა უბედურება მოაქვს ხანძარს გავიხსენოთ, 2019 წელს მომხდარი ხანძარი ამაზონის ჯუნგლებში. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ტყის მასივის დაწვამ, რომელიც ტერიტორიული განაწილებით 9 სახელმწიფოს აერთიანებს(,ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი, საფრანგეთის გვიანა) უდიდესი ზიანი გამოიწვია თავისი მაშტაბებით. ამ ხანძრის დროს განადგურდა ათასობით ხე და დაიღუპა უამრავი ცხოველი. ეს ერთადერთი შემთხვევა არა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად ვიგებთ, ამა თუ იმ ტყის დაწვის შესახებ ამბებს, რაც დიდი საფრთხის წინაშე გვაყენებს ჩვენ. განსაკუთრებული პრებლემა იქმნება ახალი ხე-მცენარეების გაზრდაში, რადგან იმისათვის, რომ მიწის დამწვარი ნაწილი აღდგეს და ის კვლავ ნაყოფიერი გახდეს მათ გასაზრდელად წლები საჭირო. ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ოზონის პრობლემა, რომელიც არა ნაკლები ზიანის მომტანია. ოზონი უფერო გაზის ერთობაა, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს ნაწილია. ის ქიმიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც თავის მხრივ მარტივად რეაგირებს სხვა ნივთიერებებზე. დედამიწის ზედაპირთან ახლოს მომხდარი რეაგირება, იწვევს მცენარის სიცოცხლის და ფილტვის ქსოვილების დაზიანებას, რადგან ეს რეაგირება რეზინის გახეთქვას ჰგავს. ის ასევე შთანთქავს მზის მავნე კომპონენტებს, რომლებიც „ულტრაიისფერი გამოსხივების“ სახელითაა ცნობილი. მისი ამგვარი ქმედება იცავს ცოცხალ ორგანიზმებს. მაგრამ სამწუხაროდ ქლოროფუეროკარბონების მსგავსი აირების გამო მოხდა მისი მოლეკულური სტრუქტურის დარღვევა, რამაც გამოიწვია მასში ღრმულის წარმოქმნა. ყოველწლიურად, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სამხრეთ ნახევარსფეროში, გაზაფხულზე, ქიმიური რეაქციები, რომლებიც შეიცავენ ქლორსა და ბრომს, სამხრეთ პოლარულ რეგიონში ოზონს სწრაფად და სასტიკად ანადგურებენ. მისი განადგურება ცოცხალი ორგანიზმებისათვის ფატალური შედეგის მომცემია. მისი არ არსებობით მოხდება დედამიწაზე ულტრაიისფერი სხივების მოხვედრა. მეცნიერების თქმით მან შეიძლება გამოიწვიოს: ორგანიზმების დნმ-ს ცვლილება, კანის კიბო უმწვავესი ფორმით და ადამიანების სიკვდილი. ადამიანებიის ქმედებებით ჩვენ უფრო ვასწრაფებთ ამ პროცესს, მაგრამ არსებობს კვლევები, რომელთა თქმითაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ პროცესის მიმდინარეობა შემცირებულია. მსოფლიო ამ პროცესის უფრო შესამცირებლად ატარებს სხვადასხვა პრევენციებს. ერთ-ერთი ასეთი პრევენციაა: ელექტროავტომობილების მასიური გამოყენება და გამონაბოლქვის შემცირება. ეკოსისტემის უკეთ დასაცავად ადამიანებმა უნდა ვიზრუნოთ მასზე, ნებისმიერი ხერხით რომელიც მისი გადარჩენისთვის იქნება საჭირო. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ნარჩენების გადამუშავება. რომლის მეშვეობითაც მოვახერხებთ გარემო დავიცვათ დაბინძურებისგან. ეს პროცესი დაწყებულია რიგ სახელმწიფოებში, რომელთა შორისაც საქართველოა. მაგრამ ამ შესანიშნავ საქმეში ჩვენ თითოეულმა ადამიანმა უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, თუნდაც გარემოში ნარჩენების არ დაყრა.#feedcgrantFeedc Feedc Support #ჯანსაღიცხოვრება #მეცნიერება #ასტროლოგია #ეკოლოგია#feedc#newsonfeedc#feedcproject#ჩემიქალაქიმკლავს
+8
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
ვაჟა გაფრინდაშვილი პოლიტიკაში მიდის?
„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ქართველ გმირ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა პარტიამ პოლიტიკაში ჩართვა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ვაჟა გაფრინდაშვილმა სამომავლოდ პოლიტიკაში ჩართვა არ გამორიცხა, თუმცა ინფორმაცია მმართველი პარტიის შეთავაზებასთან დაკავშირებით, არ დაადასტურა. ვაჟა გაფრინდაშვილი: ამ ეტაპზე პოლიტიკაში ჩართვის სურვილი არ მაქვს. სამომავლოდ პოლიტიკაზე ყველა ფიქრობს, მაგრამ… ქვეყნის ბედი როგორი იქნება, გააჩნია. დღეს, ჯერჯერობით, ალბათ – არა. ვთვლი, რომ ჯერჯერობით, ჩემი პროფესიით უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ. – ჩვენი ინფორმაციით, თქვენ მმართველმა პარტიამ არჩევნებში ჩართვა შემოგთავაზათ. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს? – შეიძლება, ვიღაცას შესთავაზეს, სხვა ვაჟა გაფრინდაშვილს, მაგრამ ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია. პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, არავისთან ლაპარაკი არ მქონია. არჩევნებში მხოლოდ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას გამოვიყენებ, რომ ხმა მივცე. – რა ფაქტორი გადაგაწყვეტინებთ პოლიტიკაში ჩართვას? – ის, რომ ჩემი შვილები ბედნიერ საქართველოში ცხოვრობდნენ. – ეს ის საქართველოა, რომელსაც ბედნიერს უწოდებდით? – სამწუხაროდ, ჯერ – ვერა. პირველ ყოვლისა, მთავარ პრობლემას ვხედავ საქართველოს 20%-ის ოკუპაციაში. ეს პრობლემა მაშინ მოგვარდება, როდესაც ეკონომიკურად ძლიერები ვიქნებით – თვითონ რომ მოუნდეთ ჩვენთან მოსვლა. მთელ მსოფლიოში არჩევნების წინ ყველა პარტია ერთმანეთს ლანძღავს, სამწუხაროდ, ეს მარტო საქართველოს სენი არაა. მთავარია, რომ საქმე გაკეთდეს. ინფორმაციისთვის, საოკუპაციო ძალებმა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2019 წლის 9 ნოემბერს დააკავეს. მას 20 დეკემბერს ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით, საზღვრის კვეთის ბრალდებით მიუსაჯა. ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით, 28 დეკემბერს გათავისუფლდა.
Sokhumi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ახლანდელი მდგომარეობა და მომავლის პერსპექტივები აფხაზეთში
იმისათვის, რომ გავიაზროთ ამჟამინდელი მდგომარეობა და მომავლის პერსპექტივები აუცილებელია წარსულში ჩავიხედოთ თანაც ომამდე გაცილებით უფრო ადრე. გასათვალისწინებელი გარემოებაა, რომ დღეს აფხაზეთში აფხაზები აღარ ცხოვრობენ, ტერიტორია მოცული აქვთ აფსუებს, აბაზებს, სომხებს და სამწუხაროდ გააფხაზებულ მეგრელებს. ვინ არიან აფსუები? ისინი არიან ჩრდილოეთიდან ჩამოსახლებული ტომები, რომლებიც ჩვენს მიწაზე დასახლდნენ. ისინი არიან ზარმაცი ადამიანები, ვისაც საკუთარის შექმნას სხვისის მითვისება ურჩევნიათ. სწორედ ამიტომ, მათ ჯერ ჩვენი იდენტობა, შემდეგ კი მიწა-წყალი წაიღეს და დღეს "აფხაზებად" მოაქვთ თავი. საგულისხმოა რუსეთის გავლენაც, რადგან თავდაპირველად, როდესაც საქართველო სსრკ-ს გამოეყო და ნანატრი თავისუფლება მიიღო, ამჯერად გეზი ევროპისაკენ აიღო. რუსმა ისედაც განადგურებული საქართველო კიდევ უფრო დააქუცმაცა. თბილისში როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას ხალხი შეეწირა, ამ დროს, აფხაზეთში ტყვიისა და იარაღის გარეშე, ცარიელი ენთუზიაზმით ვიბრძოდით და მიწას არ ვთმობდით, თუმცა ბოლოს როდესაც ყველაფერი ჩამოგვართვეს და "პერემირიათი" მოგვატყუეს, როდესაც ტყუილად დაღვარეს ჩვენი ძმების სისხლი, პოზიციების დათმობა მოგვიწია და ვინც ომს გადაურჩა გზაში დაიღუპა. ამის შემდეგ, სწორედ ეს, აფსუა და რუსი სეპარატისტები ამაგრებენ საზღვარს. შეუძლებელია მომავალზე საუბარი მანამ, სანამ პუტინის კერძო ჯარი ჩვენი სისხლით გაწითლებულ მიწაზე დადის, კლავს ადამიანებს, ჩვენ კი ამაზე ხმის ამოღების უფლებაც არ გვაქვს. ევროპა და ამერიკა ამ ყველაფერზე აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან. იცით რამდენი წელია საქართველო შეშფოთებული ? ძალიან ბევრი, თუმცა ქმედითი ნაბიჯებია საჭირო. მხოლოდ შეშფოთება არ კმარა, საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო სამართალი რატომ ვერ გვიცავს უკანონო ბორდერიზაციისაგან ? მხოლოდ შეშფოთება გვიშველის ? ამ დროს კი რა თამამად ერევიან ქვეყნის მართვის იმ ნაწილში, სადაც ჩარევის უფლება არ აქვთ, მიგვითითებენ რა ვაკეთოთ, ჩვენც ყველას წინაშე თავს ვხრით. ვინ არის რუსი ? ვითომ "ერთმორწმუნე" ერი, სად არის მათი რწმენა? რატომ გვმართავს მრავალსაუკუნოვან მიწებს, თანაც ასე უმოწყალოდ? როგორც მუხრან მაჭავარიანი ამბობს, როცა კოლუმბი ზღვაში ამერიკას ეძებდა, მაშინ ვახტანგ გორგასალი საქართველოს კონსტიტუციის წერას რჩებოდა, ხოლო როდესაც რუსი წერა-კითხვას სწავლობდა, მაშინ შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანს წერდა. ზემოთ თქმულისა და რუსების ჯარის გაყვანის გარდა, აქ პრობლემაა ის პროპაგანდა, რომელიც რეგიონში ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო. აფხაზეთის ერთადერთი ტელევიზია დღემდე აშუქებს ომის კადრებს, ახალ თაობას აზიზღებენ ქართველებს, თანაც იცით პრობლემა რაშია? უფროსმა თაობამ თუ იცის სიმართლე და ბრიყვდება, ბავშვებს ხომ მხოლოდ ის ჰგონიათ სიმართლე რასაც ასწავლიან? მათ კი რუსულ ენაზე და ანტიქართული პროპაგანდით ზრდიან. მომავლის პერსპექტივაზე საუბარი შეუძლებელია მანამ, სანამ ზემოთ ნახსენებ ორ ასპექტთან ერთად სხვა ასპექტებიც არ აღმოიფხვრება, თუმცა მჯერა, რომ სამართალი იზეიმებს, რადგან აფხაზეთი საქართველოა, ხოლო რუსეთი, იმპერიალისტი ოკუპანტი. სტატია არის ნაწყვეტი ანალიტიკური ესედან : "აფხაზეთის ომი - წარსულის გააზრება და მომავლის პერსპექტივები" სტატიის ავტორი : აფხაზეთის ომის ვეტერანი და ანალიტიკოსი - ანატოლი თოდუა.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
National Geographic Traveller Food - ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურით დაიწყეთ
„ბათუმი - არომატების სუფრა“- ამ სათაურით სტატიას პოპულარული ბეჭდური გამოცემა National Geographic Traveller Food-ი აქვეყნებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სტატიის ავტორი ბრიტანელ მკითხველს ურჩევს მრავალფეროვანი ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებით ბათუმიდან დაიწყოს. „საქართველოს კულინარიულ რუკაზე გაგნებისათვის, დაიწყეთ ბათუმით - სახასიათო, საპორტო ქალაქით, სადაც მნახველებს შეუძლიათ დაისვენონ შავი ზღვის პლაჟებზე, აღმოაჩინონ თანამედროვე ხელოვნების სივრცეები და დატკბნენ ძველი ქალაქის არქიტექტურული სილამაზით. ასევე, არ დაგავიწყდეთ ბათუმის კაფეებისა თუ მეღვინეობების სტუმრობა და არ გამოტოვოთ აჭარულ სამზარეულოზე სპეციალიზირებული რესტორნები. აჭარის რეგიონის სამზარეულოს გამორჩეული მაგალითია აჭარული ხაჭაპური - ყველითა და ზედწამოსკუპებული კარაქით გაჯერებული ნავის ფორმის პური, რომელსაც გვერდები უნდა მოატეხოთ, გულში ჩააწოთ და ისე მიირთვათ ცხლად”- წერს ჟურნალისტი. ბრიტანეთში წამყვანი ბეჭდური გამოცემა კულინარიული გიდის ფუნქციას ითავსებს. სრული სიცხადით აღწერს გემოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე-კუნჭულიდან, რასაც თან ურთავს ულამაზეს, მადის აღმძვრელ ფოტოებსა და რეცეპტებს. ქართულ სამზარეულოზე გამოცემა წერს, რომ ის პოპულარობის ზენიტშია და მისი აღმოჩენისთვის საუკეთესო ადგილი სწორედ საქართველოა. „ქართული სამზარეულო პოპულარობის ზენიტშია და მის აღმოსაჩენად არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე თვითონ ქვეყანაა. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე გაშლილი, საქართველო ერთ დროს აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარეობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვაჭრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მის ქალაქებში შემოჰქონდათ ნაირნაირი მადისაღმძვრელი სუნელები თუ მკაფიო არომატები, რასაც თავის მხრივ წვლილი შეჰქონდა აქაური სამზარეულოს ჩამოყალიბებაში. ქართული სამზარეულოს კომპლექსურობა და მრავალფეროვნება დასახელდა "ერთ-ერთ საუკეთესო აღმოუჩენელ კვების კულტურად ევროპაში"დანიელი შეფის, ორი მიშელინის ვარსკვლავის მქონე „ნომა“ - ს თანამეპატრონის, რენე რედზეპის მიერ. ეს სამზარეულო მდიდარია ხორცეულით, ყველიანი ცომეულით, ნაირფეროვანი წვნიანებით თუ სხვა კერძებით, რომლებიც ერთად ტრადიციულ სუფრას ქმნიან. მისი წამყვანი კი თამადაა. ღვინოს, სუფრაზე, ისევე, როგორც ეროვნულ სამზარეულოში, ცენტრალური ადგილი უჭირავს: საქართველოში 8000 წლის წინანდელი საღვინე თიხის ჭურჭლების აღმოჩენის შედეგად, ქვეყანამ მსოფლიოს უძველესი მეღვინეობის ერის ტიტული მიიღო. მეღვინეობის სცენა აღმავლობას განიცდის ბუნებრივი მეღვინეობის აღორძინების წყალობით“.- ნათქვამია სტატიაში.
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ბახტრიონის 39 - მუნიციპალურმა ინსპექციამ ვერ მოახერხა დაჯარიმება ❗️ 🇺🇸 ნიუ ჯერსის კანონი კრძალავს სამშენებლო მასალის მშრალ ჭრას და დაფრქვას/ქლიბვას. ათასობით ადამიანი კვდება სილიკოზისგან აშშ ყოველწლიურად და ათასობით ადამიანი ხდება უუნარო, არ შეუძლია იზრუნოს თავის თავსა და ოჯახზე ამ დაავადებების გამო ❗️ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში როგორიც საქართველოა , ეს ხალხი არჩენს ოჯახებს და დიდი რისკია მათი დაავადების, ოჯახიც მშიერი დარჩება და თვითონაც❗️ დამსაქმებელი კომპანია უბრალოდ სხვა მუშა ხელით ჩაანაცვლებს და გააგრძელებენ ქალაქის წამვლას❗️ რისთვის არის სახელმწიფო? იმისთვის რომ დაიცვას თავიანთი მოქალაქეები. ამ პრობლემის აღმოფხვრა მარტივად შეიძლება ❗️ თბილისის მერია / Tbilisi City Hall Kakha Kaladze კახა კალაძე თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო#ნუკლავთდაიცავით#ჩემიქალაქიმკლავს#შეცვალე #იცირასსუნთქავ?
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
ნატალი საბანაძე - „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ მნიშვნელოვნად შეამცირა მანძილი პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის
„აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ მნიშვნელოვნად შეამცირა მანძილი პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის. თვალსაჩინო მაგალითი სწორედ საქართველოა, რომელიც ორიათასიანი წლების დასაწყისში მეზობლადაც კი არ განიხილებოდა, დღეს კი ის ასოცირებული პარტნიორია, რომელსაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა აქვს და რომელიც პირველი ქვეყანაა, სადაც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ევროპული სკოლა გაიხსნა, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალი საბანაძე ევროპულ გამოცემაში EUObserver-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებს, სადაც ის იმ სარგებელსა და პოზიტიურ ცვლილებებზე საუბრობს, რომლებიც ამ პროგრამამ მასში გაერთიანებულ ქვეყნებს მოუტანა. სტატიის ქართულ თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ელჩის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეგიდით, სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. პროგრამის მეშვეობით, ამ ქვეყნებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საშუალებაც მიეცათ. რეგიონში გაძლიერდა ევროკავშირთან პოლიტიკურ-ეკონომიკური, ინსტიტუციური და თუნდაც ემოციური კავშირები. როგორც საბანაძე აღნიშნავს, პროგრამის წარმატების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობის წინაშე დღეს უამრავი გამოწვევა დგას, რაც მის მომავალ პოლიტიკურ მიზნებსა და ხედვას უკავშირდება. ამასთან, რეგიონის ქვეყნებში კვლავ სამწუხარო რეალობად რჩება პოლიტიკური არასტაბილურობა, სიღარიბე და ტერიტორიული დავები. „ამგვარ პირობებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ახალი პოლიტიკა მანძილის ნაცვლად, განსხვავებების დაძლევაზე უნდა იყოს ფოკუსირებული, ხოლო კავშირების დამყარების ნაცვლად, ისეთი საერთო სივრცის შექმნას უნდა ისახავდეს მიზნად, სადაც როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად გაუთანაბრდებოდნენ ერთმანეთს“, – წერს საბანაძე. ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ, აღნიშნულ კონტექსტში, აღმოსავლელი მეზობლებისთვის კარგ სცენარად და პერსპექტივად შესაძლოა ევროპის ეკონომიკური ზონის მსგავსი სტგრუქტურის – „ევროპის ეკონომიკური ზონა პლუსის შექმნა“ იქცეს. როგორც საბანაძე წერს, ეს იქნებოდა ასოცირების შემდგომი ნაბიჯი და ერთგვარი შუალედური ეტაპი ევროკავშირისა და მასში გაწევრიანების მსურველთა კიდევ უფრო დასაახლოებლად. „ამასთან, ეს ნაბიჯი ევროკავშირს არა მხოლოდ საერთო ბაზრის გაფრთოების, არამედ თავის საზღვრებზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესაძლებლობასაც მისცემდა“, – წერს ნატალი საბანაძე.
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
Fox News:მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის ფონზე,საქართველომ სასწაულად აიცილა მსხვე
Fox News - მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, გასაოცარია, მაგრამ ერთ ქვეყანაში მსხვერპლი არ არის - ეს საქართველოა - ამის შესახებ ნათქვამია Fox News-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. „ჩვენ დროულად და უყოყმანოდ განვახორციელეთ მტკიცე და გადამწყვეტი ქმედებები. არა მხოლოდ დავიწყეთ ყველა ჩამომსვლელისთვის ტემპერატურის შემოწმება, არამედ 28 იანვარს ავკრძალეთ ფრენები ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც ვირუსი მასშტაბურად გავრცელდა, რამაც საერთაშორისო ფრენების სრულ აკრძალვამდე მიგვიყვანა. ჩვენ ასევე დავხურეთ სკოლები მარტის შუა რიცხვებში და საჯარო შეკრებები შევზღუდეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. სტატიაში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა, როდესაც აზერბაიჯანის საზღვარზე ირანიდან მომავალ საქართველოს მოქალაქეს ვირუსი დაუდგინდა. 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევა დაფიქსირდა, 27 გამოჯანმრთელდა და რომ გასაოცარი შედეგია ის, რომ არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. „შორს ვართ იმის თქმისაგან, რომ ვირუსის გავრცელება შეჩერებულია, მაგრამ მაქსიმუმი გავაკეთეთ გავრცელების მრუდის გაბრტყელებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიტუაცია სტაბილიზირებულია. არ შეგვიძლია გადაჭარბებულად მოქმედება ან არაგონივრული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ექსპერტებთან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში და ჯანდაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის უნდა მოხდეს საქართველოში შეზღუდვების მოხსნა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ფატალური შემთხვევები აიცილა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკას - რომელიც შეფასებულია, როგორც განვითარებადი თავისუფალი ბაზარი - დიდი დარტყმა მიადგა. „რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეკონოიკური შედეგი ჰქონდა. ისევე როგორც თითქმის ყველა ქვეყანამ, დავაწესეთ სოციალური დისტანცირების აუცილებლობა და დავხურეთ ყველა არაგადაუდებელი ბიზნესი,“ -განაცხადა გიორგი გახარიამ. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში : თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში, ჯამში, დაინფიცირების 23 500 შემთხვევაა დადასტურებული და გარდაცვლილია 372 ადამიანი. „საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დროული, გადამწყვეტი მოქმედება და ჩვენს მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაციის დამყარებაა. ქვეყნის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო. ავკრძალეთ სოციალური ღონისძიებები, შეკრებები, დავხურეთ სკოლები მარტის შუა რიცხვებში. ათასობით ჩვენი მოქალაქე საკარანტინო შენობებში გადავიყვანეთ და ღამის საათებში მოძრაობა სრულად ავკრძალეთ,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 155 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 28 პაციენტი. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსით ამ დრომდე არავინ დაღუპულა.#foxnews #georgia #stopcovid19 #coronavirus #covid19 #gakharia
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
სოფიო ქაცარავა -" გლობალური ბრიტანეთი იმედს აძლევს რუსეთის ჩრდილქვეშ მყოფ ქვეყნებს“
გლობალური ბრიტანეთი იმედს აძლევს რუსეთის ჩრდილქვეშ მყოფ ქვეყნებს“ -– ამ სათაურით წამყვანი ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი” გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას სტატიას აქვეყნებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, აღნიშნულ პერსპექტივას ბრექსიტი კიდევ უფრო რეალურს ხდის. როგორც საქართველოს ელჩი აღნიშნავს, „ბრექსიტი გაერთიანებული სამეფოს შესაძლებლობას აძლევს, დასავლეთის წამყვან სახელმწიფოდ წარმოჩინდეს და მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები მთელი მსოფლიოს მასშტაბით”. სოფიო ქაცარავა წერს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელსაც გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოსთან ბრექსიტის შემდგომ მოაწერა ხელი, სწორედ აღნიშნული კავშირების გაფართოებას ემსახურება და ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას საერთო სტრატეგიული ინტერესები აერთიანებს. „ორივე ქვეყნის მთავრობა კარგად აცნობიერებს ძლიერი ნატო-სა და მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირის მნიშვნელობას, როდესაც საქმე შეეხება დემოკრატიის, თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის დაცვას“, – წერს ქაცარავა. ამ კონტექსტში, საქართველოს ელჩი რუსული აგრესიაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ მეზობელი ქვეყნებით, კერძოდ, საქართველოთი არ შემოიფარგლება და მისი კვალი სოლსბერისა და ლონდონის ქუჩებში მომხდარ მკვლელობებამდეც მიდის. ამასთან, სოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთს საქართველოს წინააღმდეგ რუსული კიბერთავდასხმის გამოძიებაში თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლებში გადადგმული ბევრი პროგრესული ნაბიჯი გაერთიანებული სამეფოსა და სხვა მეგობარი ქვეყნების წარმატებული პოლიტიკის გაზიარების შედეგია. „ბრიტანეთის ძლიერი და ანგარიშვალდებული საპარლამენტო დემოკრატია, თავისუფალ ვაჭრობასა და დაბეგვრის სამართლიან სისტემასთან ერთად, შთაგონების წყარო იყო ბევრი ჩვენი პოლიტიკური ლიდერისთვის, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში გარდაქმნების განხორციელებისთის იღწვოდნენ“, – წერს საქართველოს ელჩი. მისი თქმით, საქართველომ შეძლო სიღარიბის განახევრება, კორუფციის შემცირება და დემოკრატიის განსამტკიცებლად საარჩევნო რეფორმების გატარება. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით, საქართველო მე-12 ადგილზეა და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ და ევროკავშირის 23 წევრი სახელმწიფო. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული დროული და ეფექტიანი ზომების შედეგად, საქართველო წარმატებით უმკლავდება ახალი კორონავირუსის პანდემიასაც და ის სამაგალითო ქვეყნებს შორისაა. სოფიო ქაცარავას თქმით, დღეს ორივე ქვეყანა საერთო გამოწვევის წინაშე დგას – რაც შეიძლება სწრაფად დაამარცხოს პანდემია და გზა გაუხსნას ეკონომიკურ ზრდას, თანამშრომლობასა და ღია ვაჭრობას. „უმნიშვნელოვანესია, რომ როგორც მოკავშირეებმა, ჩვენ ერთად ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის ასამუშავებლად“, – წერს სოფიო ქაცარავა და დასძენს, რომ „ისეთმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, კარგად იცის, თუ რას ნიშნავს „გლობალური ბრიტანეთი“, რომელიც სხვებისთვის შეიძლება, ბევრჯერ მოსმენილი სლოგანია: საქართველოსა და მსგავსი ქვეყნებისთვის, ამას რეალური მნიშვნელობა გააჩნია. ეს არის ბრიტანეთსა და საქართველოს ურთიერთობაში ახალი თავის დასაწყისი“, – წერს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი. სტატიის ქართულ თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. #საქართველო#დიდი ბრიტანეთი#ელჩი#სოფიო ქაცარავა#TbilisiDaily#DailyNews