ჯონ ლენონი

0
შენ რომ იცოდე, რამდენი მიფიქრია, თუ რას დაწერდი ბოლო 30 წლის მანძილზე. ჯონ.. ის ხუთი ტყვია რომ არა.. ჩეპმენი რომ არა, მჯერა, დღემდე ცოცხალი იქნებოდი. გეცოცხლა, ჯონ.. გეცოცხლა. როცა შენი გარდაცვალების ვიდეოებს ვუყურებ. იმას, თუ როგორ ტირის ქუჩაში გამოსული მილიარდობით ხალხი, მინდა, მეც გავაკეთო ისეთი რამ, შენი მოპოვებული სიყვარულის, თუნდაც, მეოთხედი რომ დავიმსახურო. მაგრამ მე ხომ გენიოსი არ ვარ?! ჯონ.. შენ სტილი ხარ: მრგვალი სათვალეები შენამდე ძალიან დიდი ხნით ადრე იყო, მაგრამ დღეს მათ ლენონებს ვეძახით. ჯონ.. შენ ეპოქა ხარ: ძალიან, ძალიან ლამაზი ეპოქა, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ გაიმეორებს. ჯონ.. შენ იდეა ხარ: მშვიდობის, თავისუფლების, სიყვარულის, გამბედაობის იდეა. შეშლილი იდეალისტების კერპი ხარ, ჯონ! ჯონ.. შენ ის ხარ, ვინც ადამიანებს ბრძოლის ჟინი გაუღვივა, ის, ვინც მათთან ერთად ითხოვდა მშვიდობას, ის, ვინც არა მსოფლიოს კერპი, არამედ, რიგითი მოქალაქე იყო, რომელიც "რუპორით" ხელში მათთან ერთად დადიოდა, ის, ვისთვისაც ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი თხოვნით შეეძლო მიემართა და დარწმუნებული იყო, რომ ამომწურავ პასუხს მიიღებდა. ჯონ, მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ პოლ მაკარტნის "Hou do you sleep" დაუწერე. სიმღერა, რომელსაც არასოდეს გაპატიებ: შენ ეს უღირსი ნაბიჯი არ გეკადრებოდა. ჯონ... მიყვარხარ, რადგან შენ მე ახალი სამყარო მაჩუქე. სამყარო, რომელსაც ჯონ ლენონი ჰქვია. ჯონ... მიყვარხარ, რადგან შენ ერთი ხარ და მრავლისმომცველი. ჯონ... მიყვარხარ, რადგან შენ და იოკო (იქნებ პირიქითაც) 70-იანებში ტაბუს ანგრევდით. ჯონ... როცა შემიყვარდება გპირდები, რომ შენს სიმღერებს სხვანაირად მოვისმენ. იმათ, ახლაც რომ რაღაცები მემართება ხოლმე შიგნით.. ჯონ.. მიყვარხარ. მიყვარხარ. შენ რომ მართლა იცოდე, რამდენს ვფიქრობ, რას დაწერდი ბოლო 30 წლის მანძილზე.. მაგრამ მეც ხომ მოვკვდები, ჯონ?! ოდესმე ხომ მოვკვდები?! ჰოდა აუცილებლად მოვალ შენს კონცერტზე. იქ მოვალ. მოვალ და ყველა იმ სიმღერას მოვისმენ, რაც ამ 30 წლის მანძილზე უნდა შეგექმნა. ჯონ, მიყვარხარ, მიყვარხარ და გმადლობ. გმადლობ, რომ არსებობდი. რომ ისეთი იყავი, როგორიც იყავი. რომ მუსიკა მაჩუქე. მუსკა - რომელიც ჩემთვის ყველაფერია... ©მელოსკოპი
#goodplaces
#opinion
#photo
Tbilisi
0