რა "ხილია" ჩურჩხელა?

0
თათარა და ჩურჩხელა ყველა ქართველისთვის (და არა მარტო მათთვის) საკმაოდ კარგად ნაცნობი და საყვარელი ნუგბარია. მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაში ყურძნისგან ღვინის დამზადების პარალელურად, თათარისა და ჩურჩხელის დამზადებასაც დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია აქვს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით დათარიღებული სამარხების არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც ჩურჩხელის დამზადების სცენებია ასახული და თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები ჩურჩხელას ინახავდნენ. ჩურჩხელა ომში მიმავალ მებრძოლთა განუყრელი ატრიბუტი იყო, მას დღესაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მთიელ მწყემსთა აბგაში. დიდი სამამულო ომის დროს ზურგში მყოფი ქართველები ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ფრონტზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სწორედ ყურძნის ბადაგისგან დამზადებულ ტკბილ კვერებსა და ჩურჩხელებს აგზავნიდნენ. ნებისმიერ კუთხეში მომზადებული ჩურჩხელა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება როგორც ფორმითა და შესახედაობით, ისე გემოთი, მაგრამ ყველა არომატული და გემრიელია. საქართველოში ჩურჩხელებს კახური, ქართლური, იმერული, გურული და რაჭალეჩხუმური წესებით ამზადებენ. კახური ჩურჩხელა – ძირითადად მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნის წვენის თათარითა და კაკლით იმერული ჩურჩხელა – იმერეთში მზადდება კრახუნასა და ცოლიკაურის ჯიშის ყურძნის ფელამუშისა და ძირითადად თხილისაგან. სისქით კი გაცილებით თხელია, ღია ფერისა, ნაკლებშაქრიანია. ქართლის ჩურჩხელა – ოდნავ ღია ფერისაა და ძალიან ჰგავს კახურს. გურული ჩურჩხელა – მზადდება, როგორც იმერული, სიმინდის ფქვილით შეზავებული ფელამუშისგან, იმ განსხვავებით, რომ მასში ზოგჯერ ცოტაოდენ თაფლს ამატებენ. მე, როგორც სწორი კვებით დაიბტერესებულ ადამიანს, ავღნიშნავ, რომ ჩურჩხელა და თათარა მხოლოდ გემრიელი კი არა, სასარგებლოცაა. ის ძალიან კარგი ენერგიის წყაროა. ორივე მათგანს საკმაოდ მაღალი კალორიულობა ახასიათებს და აქედან გამომდინარე მათი, როგორც საკვები პროდუქტების, ენერგეტიკული ღირებულებაც მაღალია. მებრძოლები და მწყემსები მათთან სწორედ ამ თვისების გამო “მეგობრობენ”, რადგან ერთი ცალი კახური ჩურჩხელით დაახლოებით იმდენივე კალორიის მიღება შეიძლება, რამდენისაც დაახლოებით კილონახევარი ძროხის ხორცისგან. ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავენ ადვილად ასათვისებელ და მოსანელებელ ნახშირწყლებს- გლუკოზასა და ფრუქტოზას. გლუკოზა მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმის ენერგიით მომმარაგებელი ერთ-ერთი პირველი წყაროა. როგორც ერთი, ისე მეორე პროდუქტი საკმაოდ კარგი ანტიდეპრესანტია. მათ მკვეთრად გამოხატული ანტიდეპრესიული თვისება აქვთ. კარგად ნახარში ყურძნის წვენი, რომლისგანაც თათარა და ჩურჩხელა მზადდება, დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ენერგიულად გამოდევნიან ორგანიზმიდან მომწამვლელ ნივთიერებებს. ასევე გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად. (დიდხანს ნადუღ ბადაგს კარგად გამოხატული შარდმდენი თვისება აქვს , ორგანიზმიდან აქტიურად გამოდევნის ჭარბ სითხეს.) ორივე მათგანი დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანულ მჟავებს, მიკრო- და მაკროელემენტებს, კალიუმს, ფოსფორს, რკინასა და მაგნიუმს, ავსებს ორგანიზმს ამ ნივთიერებებით და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის იმ რგოლის ფუნქციათა გაუმჯობესებას, რომელთა მარეგულირებლებიც ეს ელემენტებია. კალიუმით მდიდარი თათარა და ჩურჩხელა გულის კუნთს შესანიშნავად კვებავს. სისხლის წარმოქმნის გააქტიურება – ბადაგი და კაკალი აწესრიგებს მჟავატუტოვან ბალანსს ორგანიზმში, ამიტომ დადებითად მოქმედებს სისხლის წარმომქმნელ ორგანოებზე (ძვლის ტვინსა და ელენთაზე) და ზოგადად სისხლწარმოქმნის პროცესებზე. (ამიტომ ურჩევენ ექიმები ანემიურ პაციენტებს, მიირთვან ყურძნის წვენი, თათარა და ჩურჩხელა. ) გადავედით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტზე: გონებრივი აქტიურობა – განსაკუთრებულ თვისებებს სძენს ჩურჩხელას კაკალი, რომელიც მეცნიერებმა ტვინის საყვარელ საკვებად აღიარეს. სწორედ ეს "ხილია" ჩურჩხელა, განსაკუთრებით გემრიელი ტკბილეული, რომელიც მარმანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ. "მაემანი" ინოვაციურ ჩურჩხელებს გთავაზობთ , რომელიც შემოდგომაზე დიდი ხალისითა და სიყვარულით მზადდება. მისი მომზადება არც თუ ისე რთულია. თუმცა, შედეგი ნებისმიერ სირთულედ ნამდვილად ღირს . #feedc
#ახალიამბები
#კულინარია
0