საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=141866 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 408-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 408 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი. კარანტინის რეჟიმში რჩება 4779, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 561 პირი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
0