აშშ-ში დღე-ღამეში კორონავირუსით 1417 ადამიანი გარდაიცვალა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=141867 აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1417 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 24 859-ით გაიზარდა და 784 ათასს გადააჭარბა. საერთო ჯამში, გარდაცვლილია 42 138 ადამიანი. კორონავირუსთან დაკავშირებით თეთრი სახლის მრჩეველთა ჯგუფი შიშობს, რომ შტატებში საგანგებო ზომების ნაადრევად გაუქმების შემთხვევაში, მსხვერპლის რიცხვმა ქვეყანაში შესაძლოა, 60 ათასს გადააჭარბოს.
0