გლობალური საქართველო

2
☣ პანდემია სანამ საქართველომდე მოაღწევდა, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემულეები იყვნენ პირველნი ვინც დადგნენ
#COVID
-19 საფრთხის წინაშე ადგილსამყოფელ ქვეყანებში... ?? უცხოეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი იყვნენ პირველები ვინც დახმარება და თანადგომა აღმოუჩინეს განსაცდელში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, ხოლო იქ, სადაც დიასპორული ორგანიზაციები არ იყვნენ, ემიგრანტებმა ჩამოაყალიბებს ჯგუფები და სოლიდარობის კარგი მაგალითი უჩვენს არამარტო ქართულ დიასპორას, არამედ მთელ საზოგადოებას... ? ამიტომაც, საავტორო გადაცემას ვუძღვნი ქართველი ემიგრანტების სოლიდარობას და თანადგომას პანდემიის პირობებში, რათა საზოგადოებას გავაცნო ქართული დიასპორული ორგანიზაციები და ემიგრანტული ჯგუფები, ამ გაერთიანებების ხელმძღვანელები და თავდადებული ემიგრანტები, ჩვენი დროის გმირები... ⭕ საავტორო გადაცემის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ემიგრანტულ რადიოს "თვისტომი" და მის სარედაქციო ჯგუფის წევრებს: ნიკოლოზ ჩხეიძეს და გიორგი ოკრიბელაშვილს ... ⚠️ მაშ ასე, გადაცემა "გლობალური საქართველო"-ს პირველი სტუმარია საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ახლად დაფუძნებული ემიგრანტული გაერთიანების - Georgian Diaspora Community Center -GDCC /ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი, საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ქალბატონი ნანა თევდორაძე ? https://youtu.be/aXKTizvAG1E
2