სათაური სწორად შეესაბამება რეალობას. ზღვა, რომელიც არ არის ან/და აღარ არის.
სულ რაღაც 40 წლის წინანდელ რუკას რომ დახედო, მიხვდები, რომ ამ ადგილზე უზარმაზარი, თითქმის კასპიის ზღვის ტოლა ტბა იყო, რომელიც სიდიდის გამო არალის ზღვის სახელით იწოდებოდა. ახლა კი ყველა წელიწადს ის ქრება.
ადრე ის კასპიის ზღვის ნაწილი უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლა მისგან რამდენიმე ტბაღაა დარჩენილი, ისინიც კი ყველა დღე ზომით მცირდებიან. 1970 წლიდან მდინარეების სირდარიისა და ამურდარიას უკონტროლო და არასწორი ხარჯვის გამო ზღვა შეიწირა მოსახლეობამ.
რუკაზე კარგად ჩანს მისი გაქრობის პროცესი.
მდინარეები გამოყენა მოსახლეობამ ბამბის ველების მოსარწყავად, იქ სადაც უდაბნო იყო, აქ კი ველზე გაშლილი წყალი ადვილად ორთქლდებოდა, ველზე რომელიც არის უდაბნო. ასევე მდინარის წყალი გაიპარა გრუნტში და გაქრა. ეს კი ეკოლოგიური კატასტროფის დასაწყისი გახდა. ამ 50 წლის განმავლობაში კი მდინარეებსა და ზღვაში გაქრა 40-მდე სახეობის თევზი. მანამდე კი ზღვა მდიდარი იყო თევზით და სარეწაო მნიშვნელობა ჰქონდა. ახლა სეინერები უდაბნოშია გაჩერებული და მათი ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ არის აქლებების საჩრდილობელი.
ნამდვილად ცუდი სანახავია მარილიანი ზედაპირები, დაჟანგული გემები, მიმოფანტული ნიჟარები და ჩამკვდარი სიცოცხლე.
დგახარ იქ სადაც ადრე გემით მოსახლეობა საჭმელს აგროვებდა.
უდაბნო მკაცრია, არ იძლევა საკვებს, ამიტომ მოსახლეობისგან დაიცალა და გაჩნდა ნასოფლარები.
არალის ზღვა არ არის.
ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო.
#გააჟერე
Feedc