ლევ ტოლსტოი —„ომი და მშვიდობა“ მოკლე განხილვა

0
„ომი და მშვიდობა“ მსოფლიოში ყველაზე უცნაური წიგნია, უცნაური იმიტომ, რომ მგონი ერთადერთი ნაწარმოებია, სადაც ყველა პერსონაჟი, აი, ყველაზე ცუდი პერსონაჟიც კი დადებითია, რაც წარმოუდგენელი ამბავია. წიგნი დაწერილია არისტოტელეს პოეტიკის საწინააღმდეგოდ; საერთოდაც, ამ ნაწარმოებში ლიტერატურის თეორიაა დანგრეული. ტოლსტოი „დამანგრეველია“ და ანგრევს იმით, რომ შემოჰყავს პერსონაჟი — ანდრეი ბოლკონსკი, კაცი, რომელიც ყველაფრით გამორჩეულია: სილამაზე, ხალხის სიყვარული, ვაჟკაცობა, ცოდნა, ერთხელ სიკვდილი, მეორედ სიკვდილი, პატიება, გაგება — წარმოუდგენელი პერსონაჟია; აი ასეთი კაცი მოკლა ტოლსტოიმ და ეს ეპატია. „ომი და მშვიდობა“ წიგნი-გამოცანაა, როგორ მოხდა, რომ ამხელა წიგნი წავიკითხეთ და როგორ ვაპატიეთ, რომ ბოლკონსკი მოგვიკლა!
0