COVID-19 ის საფრთხე მწეველებში

0
COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, მწეველებსა და ელექტროსიგარეტის მომხმარებლებში გართულებების რისკები უფრო მაღალია და ახლა ყველაზე კარგი დროა მოწევისთვის თავის დასანებებლად. ამის შესახებ გულმკერდის ქირურგთა საზოგადოება გვაფრთხილებს. ჩინეთში ჩატარებული კვლევისას COVID-19-ის 78 ჰოსპიტალიზებული პაციენტი შეისწავლეს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმ პაციენტებში, რომლებსაც მწეველის ისტორია ჰქონდათ, 14-ჯერ მაღალი იყო ინტენსიური თერაპიის საჭიროებისა და სიკვდილის რისკი. „გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი ძირითადად ფილტვებს ესხმის თავს, ნებისმიერი რამ, რაც ფილტვებს აზიანებს, პაციენტს ასუსტებს და მათი ინფიცირების შემთხვევაში სახეზე გვაქვს გაცილებით მწვავე ეფექტები. კარგად არის ცნობილი მოწევის მძიმე შედეგები პნევმონიისა და გრიპის მქონე პაციენტებში. ჩვენი დასკვნით, მოწევა მნიშვნელოვან რისკს ფლობს COVID-19-ის შემთხვევაშიც“, — ამბობს გულმკერდის ქირურგი, დოქტორი მეთიუ სტელიგა.
#science
#lungs
#coronavirus
Tbilisi
0