იტალიის დროშის ფერებში განათებული დადიანების სასახლე.

0
იტალიის დროშის ფერებში განათებული დადიანების სასახლე. მსოფლიოში კორონავირუსისგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო СOVID-19 თან მებრძოლი ქვეყნებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას განაგრძობს. ამჯერად კი სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში, დადიანების სასახლე იტალიის დროშის ფერებში განათდა. ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს : "დღეს ერები ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებით სოლიდარულები არიან! მსოფლიოში სხვადასხვა ერისა თუ აღმსარებლობის, პროფესიისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები გაერთიანებულები არიან COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში! ზუგდიდს იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლისთან მეგობრობა აკავშირებს! მათ სიმბოლური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ! ერთად აუცილებლად დავამარცხებთ უხილავ მტერს!"
#ზუგდიდი
#სამეგრელოზემოსვანეთი
#სოლიდარობა
#იტალია
#საქართველო
#კორონავირუსი
#zugdididaily
0