კორონავირუსი: 21 აპრილის განახლებები

0
21 აპრილის მონაცემებით, აჭარაში ქობულეთის კლასტერის კვლევა გრძელდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტესტირება კიდევ 90 ადამიანს ჩაუტარდა. ყველას პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა. კიდევ 50 პირის პასუხი დღეს, გვიან საღამოს გახდება ცნობილი. კონტაქტების საერთო რაოდენობა ქობულეთის კლასტერში 520-მდე გაიზარდა. მიმდინარეობს ინტენსიური კვლევა და შემოწმება. 21 აპრილის მონაცემებით, კლინიკა "მედალფაში" მკურნალობს 37 პაციენტი. პაციენტების უმრავლესობას პნევმონია აქვს. ქვეყნის მასშტაბით კი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 408-მდე გაიზარდა. აქედან 95 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 კი გარდაიცვალა.
#news
#coronavirus
#კორონავირუსი
#batumidaily
0