როდიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა საქართველოში?

0
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოებას მთავრობის გადაწყვეტილება ამცნო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ. მან ასევე ისაუბრა , თუ როდიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარების ფაგლებში დაწესებული შეზღუდევების მოხსნა, მათ შორის შეზღუდვა გადაადგილებაზე, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება. „საგანგებო მდგომარეობის პირობებში და გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჩვენ ასევე შესაძლებლობა გვექნება, შევამსუბუქოთ ის გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აქამდე მოქმედებს და ასევე შემდგომში იმოქმედებს. უკვე ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. გარდა ამისა, სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, ორი-სამი კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ, დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური აქტივობებისა და ეკონომიკური ცხოვრების აქტივობების ხელშეწყობა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
#კორონავირუსი
#საგანგებომდგომარეობა
#შეზღუდვები
#tbilisidialy
0