6 votes
comments
shares
Save
ცერცვაძე: საუბარი, თითქოს არასწორად ვმკურნალობთ პაციენტებს, აბსოლუტურად არ შეეფერება სინამდვილეს
362 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის, ზურაბ გურულის განცხადებას საქართველოში მოქმედი კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლის შესახებ.

ცერცვაძის თქმით, საუბარი, თითქოს მკურნალობის პროტოკოლი არ არის კარგი, ხდება პაციენტების არასწორი მკურნალობა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს.

რაც შეეხება ნაკადების მოძრაობის სქემას, ისეთი როგორიც არის საქართველოში, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არაა.

ევროპის 53 ქვეყნიდან, საქართველოს უკავია 49-ე ადგილი და ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავს ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო, ვატიკანი და მონტენეგრო.

„ჩვენ კოლეგიალური პატივისცემის გამო არ ვპასუხობდით არაფერს, მაგრამ როდესაც ის პრაქტიკულ საკითხს შეეხო, თითქოს ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი არ ვარგა, ჩვენ არასწორად ვმკურნალობთ პაციენტებს, რაც აბსოლუტურად არ შეეფერება სინამდვილეს, ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, პასუხი გაგვეცა, რათა ვიღაცას მართლა არ ჰგონებოდა, რომ ის, რასაც ბატონი გურული ბრძანებს, სიმართლეა.

სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, შეიძლება, ძნელია ამის თქმა, რადგან მთლად ყველა ქვეყანას დეტალურად არ ვიცნობთ, მაგრამ ასეთი კასკადი, ასეთი ნაკადების მოძრაობის სქემა, როგორიც არის საქართველოში, არ არის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი არ ვიცი. ჯერჯერობით ეს მოქმედებს ძალიან ძალიან ეფექტურად, და ვფიქრობ, რომ ამის დამსახურებაა ძირითადად, რომ დღეს საქართველოში არის მსფოლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები რაოდენობა ავადმყოფებისა და გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები რიცხვი. მე ხშირად ვამბობ, უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, რომ ევროპის 53 ქვეყნიდან, საქართველოს უკავია 49-ე ადგილი და ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და ჩვენზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო, ვატიკანი და მონტენეგრო. ეს არის მთლიანად სახელწმიფო ვერტიკალის, ექიმების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს დამსახურება“ , – განაცხადა ცერცვაძემ.

#კორონავირუსი #პანდემია #პასუხი #თენგიზცერცვაძე #tbilsidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
6
Write a comment