დღეს მინდა გაგიზიაროთ სახის კანის მოვლის საკმაოდ გავრცელებული და
ეფექტური მეთოდი ? რომლის სრულყოფილად შესრულებაც ყოველდღიურად, მაშინ როცა დროის ფუფუნება აღარ გვექნება შეუძლებელი არა მაგრამ დროის მხრივ ალბათ რთული იქნება, ამიტომ ვცდილობ გაგიზიაროთ ისეთი საჭირო იიფირმახუა რაც ამ იზოლაციაში საკმაოდ კარგ სარგებელს მოგცემთ და დროის გაყვანის საუკეთესო, რაც მთავარია სასარგებლო საშუალება იქნება.
მაშ ასე❤️
ალბათ ყველამ ვიცით რა გამორჩეული სახის კანი აქვთ კორეელს ქალბატონებს, ეგრედწოდებული “glass skin”
ამ ყველაფერს ისინი მათი ცხოვრების სტილით, ჯანსაღი საკვებით და სახის კანის მოვლით აღწევენ. მათთვის ზედმეტად მნიშვნელოვანია სრულყოფილება რაც ამ სიტუაციაშიც ნათლად ჩანს ამიტომ მათი ათ ნაბიჯიანი routine ყოვედღიურობის განუყრელი ნაწილია
1️⃣მაკიაჟის მოშორება
თუ მაკიაჟს ატარებთ, მაშინ სახის კანის მოვლის პროცედურების დაწყებამდე, აუცილებლად უნდა მოიშოროთ დეკორატიული კოსმეტიკა. ამისთვის უმჯობესია, გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთოვანი სითხე. დაიწვეთეთ მშრალ კანზე და თითების ნელი მოძრაობით გადაინაწილეთ. შემდეგ დაამატეთ ნელთბილი წყალი, რომ ზეთოვანი გამწმენდი და მოშორებული მაკიაჟი გადაიქცეს თხელ მასად, რათა ადვილად ჩამოიბანოთ წყლით.
2️⃣წყალზე დამზადებული დასაბანი სითხე
როგორც ნახეთ, კანის მოვლის პირველ ეტაპზე იყენებთ ზეთოვან გამწმენდს, რომელიც სახიდან აშორებს მაკიაჟს, ხოლო მეორე ეტაპზე უკვე იყენებთ წყალზე დამზადებულ დასაბან საშუალებებს, რათა კანს მოაცილოს ნებისმიერი ნარჩენი და იდეალურად გაწმინდოს. შესაძლებელია, გამოიყენოთ როგორც დილის, ისე საღამოს რუტინის დროს. დასაბან საშუალებას წაისვამთ სახეზე, წრიული მოძრაობით გადაინაწილებთ და შემდეგ ჩამოიბანთ თბილი წყლით.
3️⃣ ექსფოლიაცია
პირველ რიგში, განგიმარტავთ, რომ ექსფოლიაცია კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას ნიშნავს. მათი გამოყენება დასაშვებია კვირაში მაქსიმუმ ორჯერ, რათა კანის ზედაპირი არ დააზიანოს. არსებობს ექსფოლიაციის ორი მეთოდი – ქიმიური და ფიზიკური. ფიზიკური ექსფოლიანტებია სკრაბები, რომელთა შემადგენლობაში არის მცირე ზომის შედარებით უხეში ნაწილაკები, რომელიც სახის ამქერცლავის როლს ასრულებს. ქიმიური ექსფოლიანტები არ შეიცავს სახის ამქერცლავ უხეშ ნაწილაკებს. ამ ტიპის პროდუქტებს ძირითადად თხელი ტექსტურა აქვს, მათ შორის არის სალიცილის მჟავა. როგორც დერმატოლოგები ამბობენ, ქიმიური ექსფოლიანტები სახის კანისთვის ნაკლებად საზიანოა, რადგან უხეშ ნაწილაკებს არ მოიცავს. კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორება იმისთვის არის აუცილებელი, რომ სხვა პროდუქტები, მაგალითად, დამატენიანებლები და აკნეს სამკურნალო საშუალებები უკეთ შეიწოვოს.
4️⃣ტონერები
ტონერი არის ერთგვარად წინამოსამზადებელი ეტაპი, ვიდრე სახეზე დამატენიანებელსა და სხვა პროდუქტებს მოიხმართ. გარდა იმისა, რომ ტონერი სახიდან აშორებს ჭუჭყსა და სხვა ნარჩენებს, ასევე ხურავს ფორებს. სასურველია კიტრისა და ალოე ვერას ექსტრაქტით დამზადებული ტონერების მოხმარება.
5️⃣შუალედური ეტაპი
მეხუთე ეტაპი არის ერთგვარი შუალედური ტონერსა და კანის კონკრეტული პრობლემის, მაგალითად, აკნეს სამკურნალო საშუალებების გამოყენებას შორის. მეხუთე ეტაპზე შეგიძლიათ, მოიხმაროთ მაგალითად, ჰიალურონის შემცველი პროდუქტები, რაც დაბერების პროცესს ანელებს და ხელს უწყობს კანის კარგად დატენიანებას.
6️⃣ კანის კონკრეტული პრობლემის მკურნალობა
მეექვსე ეტაპი არის კანის კონკრეტული პრობლემების მოგვარების ეტაპი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს აკნეს მკურნალობა, სახეზე შავი ლაქების წინააღმდეგ ბრძოლა, თვალის გარშემო სიშავეების გაქრობა, პიგმენტური ლაქები და ნაოჭები.
7️⃣სახის ნიღბები
სახის კანის კორეული მოვლის მეთოდებში ნიღბებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რადგან ის კანის დატენიანებას უწყობს ხელს და ასევე ხდის უფრო გლუვსა და მბზინვარეს. ასევე მიიჩნევა, რომ ნიღბები კანისთვის მედიტაციის ფუნქციასაც ასრულებს და ამშვიდებს. კორეელები რეკომენდაციას უწევენ კიტრის, მწვანე ჩაისა და ვარდის ექსტრაქტის ნიღბებს
8️⃣თვალის კრემი
თვალის გარშემო კანი სახის ყველაზე თხელი და ნაზი ადგილია, რომელსაც რეგულარული მოვლა სჭირდება. თვალის კრემის რეგულარული გამოყენება თავიდან აგარიდებთ სიშავეებს. სახის მოვლის კორეულ მეთოდებში თვალის გარშემო პროდუქტების გამოყენება რუტინის მერვე ეტაპია.
9️⃣დატენიანება
ეს არის კანის რუტინის ერთ-ერთი ბოლო და აუცილებელი ეტაპი. თუ ზამთარში ძლიერი დამატენიანებლის გამოყენებაა რეკომენდებული, ზაფხულში დერმატოლოგები შედარებით მსუბუქი დამატენიანებლის გამოყენებას გირჩევენ, განსაკუთრებით ცხიმიანი კანის შემთხვევაში, რადგან ზაფხულში ცხიმი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამოიყოფა. თუ ძალიან მშრალი კანი არ გაქვთ, შეგიძლიათ, დამატენიანებლის ნაცვლად, მხოლოდ მზისგან დამცავი გამოიყენოთ, რადგან მზისგან დამცავი კარგი კრემი თავისთავად შეიცავს დამატენიანებელს. კრემის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რამდენ „ესპეეფს“ (SPF) შეიცავს პროდუქტი.
?მზისგან დამცავი
კორეული რუტინის ბოლო ეტაპი არის მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება. მზისგან დამცავი იმ შემთხვევაშიც კი უნდა გამოიყენოთ, თუ მთელ დღეს დახურულ სივრცეში ატარებთ. კორეელები მიიჩნევენ, რომ ეს დაბერებისა და კანის კიბოს პრევენციისთვის აუცილებელია.
მზისგან დამცავი, წესით, მთელი წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ, რადგან მზე შედარებით სუსტად, მაგრამ მაინც ანათებს ზამთ