Twitter

0
Twitter-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა. ამის შესახებ გვერდი Downdetector-ი წერს. Twitter-თან წვდომის პრობლემები მომხმარებლებს აშშ-ში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სინგაპურში გაუჩნდათ. მომხმარებელთა უმეტესობა (52%) პრობლემებს ვებგვერდზე შესვლისას აწყდება, კიდევ 34% აპლიკაციას iPhone-სა და iPad-ებზე ვერ ხსნის, 13% კი Android-ზე. შეფერხების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
#tech
#news
Tbilisi
0