LG V60 ThinQ — სმარტფონი ორი ეკრანით

0
LG-მ თავისი V სერიის მეექვსე სმარტფონი — V60 ThinQ 5G წარადგინა. სმარტფონი 2020 წლის გამოწვევებს თამამად ხვდება და ზუსტად ისეთია, როგორიც ახალი ფლაგმანი უნდა იყოს. მის შემადგენლობაშია უახლესი Snapdragon 865 პროცესორი, რომელიც Qualcomm-ის X55 მოდემთანაა დაწყვილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონს როგორც mmWave 5G-ის, ასევე Sub-6GHz (შედარებით ნელი) ინტერნეტის მხარდაჭერაც ექნება. LG თავის ახალ სმარტფონში ორმაგ კამერასა და სიღრმის საზომ სენსორს გვთავაზობს, აქვეა გიგანტური ზომის 5000 მილიამპერიანი ელემენტიც და, რაც მთავარია, ის რაც ყველასათვის საინტერესოა, აქსესუარი, რომელიც თქვენ სმარტფონს ორეკრანიანად აქცევს.
#technology
#tech
0