გამყრელიძის განმარტება, რატომ იქნება მომდევნო 3 კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი

0
http://pirveliradio.ge/?newsid=141933 საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აპრილის ბოლო კვირა და მაისის პირველი კვირები COVID 19-ის გავრცელების კუთხით ყველაზე კრიტიკული იქნება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეს დასკვნა ემყარება სხვა ქვეყნების გამოცდილებას, სადაც ვირუსის გავრცელების პიკი შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექვსე-მერვე კვირას დადგა. რატომ ვამბობ 3 კვირას - ჩვენ პირველი შემთხვევა დავაფიქსირეთ 26 თებერვალს, ხოლო შიდა გავრცელების შემთხვევები 22 მარტს დავაფიქსირეთ. სწორედ შიდა გავრცელებიდან დაწყებული უკვე მეექვსედან მერვე კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირებად. დღეს ჩვენ შევედით მეხუთე კვირაში, ამიტომ აპრილის ბოლო და მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ უმოჩილესად, რომ ის მთავარი სლოგანი, რაც ხშირად გესმით ამ დღეების განმავლობაში, დავრჩეთ სახლში ძალაშია და ის უმრავლესობისთვის ძალაში იქნება კარგა ხანს, "- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ​ როგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, ეკონომიკის გახსნა იგეგმება ევროპის ქვეყნების გამოცდილების შესაბამისად. მაშინ, როდესაც ინფექციის გავრცელების მრუდი დაღმავალი გახდება. "როდესაც ჩვენ პიკს გადავივლით, არსებობს გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან თანდათანობით. იმ გამოცდილების მიხედვით, რომელიც გუშინ უკვე დაიწყო გერმანიამ, თანდათანობითი გახსნა, ოღონდ მაშინ, როდესაც ყოველდღიური შემთხვევების დაღმავალ მრუდზე გადავიდენ. იგივე დაიწყო ავსტრიამ, როდესაც დაღმავალ მრუდზე წავიდნენ, იგივე დაიწყო ნორვეგიამ და მრავალმა ქვეყანამ, ამიტომ, ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და სწორად, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, "- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
0