იტაჩი უჩიჰა ძალების ანალიზი

0
მინდა ამ ანიმეს, ჩემს ბლოგზე დიდი ყურადღება დავუთმო, რადგან ნარუტოს ფანი ვარ. დღეს კიდევ ამ სტატიას შემოგთავაზებთ და იმედია ნარუტოს ფანები ისიამოვნებთ ??✌️ ვიცი ბევრს არ უყვარს ძალებზე ანალიზი, მაგრამ პირადად ჩემთვის ერთ-ერთი სასიამოვნო პროცესია. მოკლედ და კონკრეტულად ავღწერ რამოდენიმე ტექნიკას და ავღნიშნავ სწორ და არასწორ ფაქტებს. მინდა აქვე ავღნიშნო, რომ იტაჩი დავაადებული თვალების გამო არ იყო, მას ჩვეულებრივი სიმსივნე ქონდა, რაც შეეხება მის თვალებს, MS-ის გამომყენებელი ნელ-ნელა ბრმავდება ამიტომაც სასკესთან ბრძოლის დროს ნახევრად ბრმა იბრძოდა, ბოლოს კი სიმსივნით მოკვდა. 1. საუბარი მინდა დავიწყო იტაჩის ყველაზე ძლიერ ვიზუალურ Genjutsu-ზე (ვიცი ბევჯერ მაქვს დანაწერი ამ ტექნიკაზე). Tsukyuomi არის მისი ყველაზე ძლიერი Dojutsu, მის გასაკეთებლად მან თვალებში უნდა ჩახედოს მოწინააღმდეგეს, რის შემდეგ მას Tsukyuom-ში აქვს დროის და სივრცის კონტროლი, მას შეუძლია მოგაჩვენოთ 3 დღე ისე, რომ რეალურ დროში მხოლოდ 1 წამი გავიდეს, ასევე თვითონ გამომყენებელზეა დამოკიდებული რამდენად ძლიერი იქნება ტექნიკა. ყველაზე ძლიერი ვერსია ცუკიომის იყო იტაჩის ნოველაში, სადაც იტაჩიმ იზუმი ცუკიომში ჩააგდო და მხოლოდ 2 წამში 70 წელი იცხოვრა. ტექნიკა არ მოქმედებს ჩაკრაზე როგორც სხვა დანარჩენი ნორმალური გენჯუცუ, ის პირდაპირ ტვინზე ახდენს გავლენას, ამიტომ ამ ტექნიკას უბრალოდ ვერ გატეხავ და რა თქმა უნდა რამოდენიმე ფაქტორის გამოკლებით.
#მცდარია
: Tsukyuomi-ს გატეხვა მხოლოდ სისხლით დაკავშირებულს შეუძლია და კონკრეტულად მხოლოდ სასკეს და სხვა არცეთ უჩიჰას(იმ დროისთვის).
#სწორია
:Tsukyuom-ის გატეხვა შეუძლია ნებისმიერს ვინც Kekei Genkai-ს ფლობს და შარინგანს, სხვა სიტვებით, ნებისმიერ უჩიჰას, რომელსაც თუნდაც MS ექნება. როგორც მოგეხსენებათ, Kekkei Genkai არის გენეტიკური თვისება, რომელიც სისხლის საშუალებით გადადის, ამიტომ აქედან გამომდინარე მხოლოდ უჩიჰას შეუძლია ამ ტექნიკის გატეხვა. რა თმა უნდა ბევრი შემეწინააღმდეგება ამ ფაქტზე, მაგრამ სანამ შემეწინააღმდეგებით და მეორე ნათარგმ მანგას ჩააგდებთ, მაქამდე ნახეთ ანიმეს ეს ეპიზოდი სადაც იტაჩი Kekkei Genkai-ს ამბობს და არა კონკრეტულად სასკეს. Anime/Manga-ში ორივეში კეკეი გენკაით არის მოხსენიებული, ხოლო ანიმეში დიალოგი მანგიდან გადააქვთ, ამიტომ უაზრო ნათარგმნი არ ჩააგდოთ.
#მცდარია
: იტაჩის Tsukyuom-ის გაკეთება წამის მემილიარდედში შეუძლია. (ცუდი ნოველის ნათარგმნი ფანებისგან)
#სწორია
: ნებისმიერი გასული დრო რეალურ სამყაროში, ცუკიომში გასული დროის მემილიარდედია(ნოველა). 1 გაყოფილი 1000-ზე სამჯერ რაც 0.000000001-ია. იზუმიმ 70 წელი იცხოვრა, რაც დაახლოებით 2, 2 წამს უდრის რეალური დროით(ნოველის მიხედვით 2 წამი). 2.KOTOAMATSUKAMI- უმეტეს შედარებეში ეს ტექნიკა მოაქვთ მაგალითად, რაც არ მომწონს ბევრი რამის გამო. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ტექნიკა იტაჩის არ ეკუთვნის, მისი არ არის, აკეთებს სხვისი თვალით, მის MS-ს არ შეუძლია ამ ტექნიკის გაკეთება, ამიტომ ამ ტექნიკის მითვლა ამ პერსონაჟზე არასწორი მიდგომაა, ცუდათ არ გაიგოთ, გამოყენება შეუძლია, მაგრამ მისი ტექნიკა არაა, სხვისი თვალის ტექნიკა შენ ნაღდად არ გეთველბა. გთხოვთ არ მოიყვანოთ უაზრო შედარება როგორიცაა კაკაში და ნაგატო. ამიტომ ამის გამო ამ ტექნიკას არ განვიხილავ. 3.Totsuka Blade/Yata Mirror- ტოცუკას ხმალი რომელიც ყველაფერს ბეჭდავს რასაც კი ეხება, მაგრამ ამ ყველაფერში შედის ფიზიკური სხეული და არა რამე არამატერიალური რა თქმა უნდა, ხოლო რაც შეეხება იატას სარკეს, მას შეუძლია ნებისმიერი ტექნიკის არეკვლა/დაბლოკვა.
#მცდარია
: Yata Mirror-ს შეუძლია ყველა სახის შეტევა დაბლოკოს გამომყენებლის მიმართულებით.
#სწორია
: Yata-ს არ შეუძლია სრულიად დაბლოკოს ისეთი ტექნიკა, რომელიც მის ზომას აჭარბებს, მაგ: 360 გრადუსიან შეტევას მთლიანად ვერ დაბლოკავს, კირინის შემთხვევაში, რომელიც ზევიდან დაეცა Yata-მ მხოლოდ რაღაც ნაწილი დაბლოკა დანარჩენი კი იტაჩის მოხვდა მოხვდა. იმასაც დავამატებ, რომ იტაჩის არ გააჩნია სრულყოფილი სუსანო. სულ ეს მინდოდა დამეწერა, იტაჩის შედარებებში უმეტესად ამ 3 ტექნიკაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელსაც ბევრი არასწორად აყალიბებს.
#goodplaces
#opinion
Tbilisi
0